“მაქვს ინფორმაცია, რომ იგი ამ დროისთვის დაკავებული არაა. მე თავად ქიბართან არ მისაუბრია, მაგრამ ვესაუბრე მეორე ძმას. მან მითხრა, რომ არ არის დაკავებული და ყველაფერი რიგზეა. ასე რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.” – განაცხადა ფატი ხალვაშმა “გურია ნიუსთან” საუბარში.
სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დევნილი ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის დაკავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანულმა სააგენტო www.trend.az-მა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა. როგორც სააგენტო იტყობინებოდა, დაკავება საგზაო პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოხდა.
ხალვაში საქართველოში თაღლითობისათვის, უფლებების გადამეტებისათვის, გამოძალვისა და ფულის გათეთრების ბრალდებით იძებნებოდა.