შოთა ჩხაიძე წარმოშობით ლანჩხუთელია. ის, ამ თანამდებობაზე, ოზურგეთის რაიონულ პროკურორთან ილია ჯალაღანიასთან ერთად 5 წლის განმავლობაში მუშაობდა და თანამდებობაც ილია ჯალაღანიასთან ერთად დატოვა.
როგორც „გურია ნიუსთან“ ახლადდანიშნული პროკურორი აცხადებს, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა წელიწადნახევრის წინ, მუშაობას კი 2013 წლის 17 იანვარს შეუდგა.
_ ვმუშაობდი ბატონ ილია ჯალაღანიასთან ერთად 5 წლის განმავლობაში, მანამდე სხვა პროკურორთანაც ვმუშაობდი, ბოლოს კი ვიყავი წიაღის ზედამხედველობის დასავლეთის სამმართველოს უფროსი გურიაში.
_როგორც ვიცი, თანამდებობიდან თქვენ და ბატონი ილია ჯალაღანია ერთად გაგათავისუფლეს, რატომ დატოვეთ თანამდებობა?
_მიზეზი დღესაც არ ვიცი, დავწერე განცხადება და წამოვედი.