https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“უნდა ვასწავლოთ ბავშვებს და მოზარდებს, შემდეგ ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნება”

17:03; 15.03.2011
21-ს ქვევით
Share on FacebookShare on TwitterEmail

კოხნარის აწ უკვე ყოფილი სკოლა-პანსიონი ახლა დუმს, ძველებურად აღარ ისმის ბავშვების ჟრიამული, მასწავლებების გადაძახილი. 6 თვეა, სკოლა-პანსიონი აღარ ფუნქციონირებს, თუმცა კოხნარელები ჯერ კიდევ ვერ შეეჩვივნენ უჩვეულო სიწყნარეს. ბევრ პედაგოგს თავისი აღსაზრდელი ენატრება და არ მალავს, რომ სკოლა-პანსიონის გაუქმება განათლების სამინისტროსგან მცდარი ნაბიჯი იყო. გარდა იმისა, რომ ბავშვები საჯარო სკოლებში გადაანაწილეს და ბევრ მათგანს ამით სერიოზული პრობლემებიც შეუქმნეს, ათეულობით პედაგოგი და ტექნიკური მუშაკი უმუშევარი დატოვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტექნიკური პერსონალი სამსახურიდან ისე დაითხოვეს, რომ კუთვნილი სახელფასო თანხაც კი არ მისცეს. უხელფასოდ დარჩენილები, უყურადღებოდ მიატოვა ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურცენტრმაც. ამ ადამიანებმა დასახმარებლად გაზეთ «გურია ნიუსს” მიმართეს. გაზეთმა სიტუაცია «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” აცნობა და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს ადამიანები რამდენიმე დღეში, სასამართლოს ძალით მიიღებენ კუთვნილ ანაზღაურებას.

თუმცა ეს ყველაფერი ერთჯერადია. მათ დასაქმებაზე არავის უზრუნია. ყოფილი პანსიონის თანამშრომლები ამბობენ, რომ განათლების სამინისტროში მალე დარწმუნდებიან კოხნარის და სხვა მსგავსი სკოლა-პანსიონის არსებობის აუცილებლობაში.

მადლენა გაგუა, სკოლა ინტერნატის ყოფილი პედაგოგი, ფსიქოლოგი: _ 41 წელი ვიმუშავე მაგ სკოლაში. ბევრი გასაჭირი ვნახეთ ამ დროის განმავლობაში. ბავშვები ძალიან მძიმე პირობებიდან გამოგვიყვანია. სკოლაში ყველანაირი პირობა გვქონდა იმისთვის შექმნილი, რომ ამ ბავშვებს თავი კარგად ეგრძნოთ. მახსოვს ერთხელ სოფელ შრომაში ხალხი გამოგვეკიდა, ნუ მიგყავთ ბავშვიო. იმიტომ, რომ ის ბავშვები სოფელს მოჯამაგირეებად, ხელზე მოსამსახურეებად სჭირდებოდათ. სკოლა-პანსიონში მათ არავინ ამუშავებდა, არავინ სჯიდათ. თავიანთი ცხოვრებით მშვიდად ცხოვრობდნენ. ნამდვილად გაუმართლებელია მსგავსი ტიპის დაწესებულების გაუქმება.

_ ქალბატონო მადლენა, როგორ ფიქრობთ, ეს ბავშვები საჯარო სკოლებში სწავლას შეძლებენ?

_ დღეს ისეთი პროგრამებია, რომ ნამდვილად ვერ მოახერხებენ სწავალას. მათ თავისებური პროგრამა სჭირდებათ. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და კარგად ვიცი მათი ფსიქიკა _ ძალიან გაუჭირდებათ საჯარო სკოლებში სწავლა. პროგრამა, რომლითაც ჩვენ სკოლა-პანსიონში ვხელმძღვანელობდით, ცნობილ ფსიქოლოგებს ჰქონდათ შემუშავებული _ ყობასიას, ჯაფარიძეს. მათ ამ ბავშვების ფსიქიკის ყველა ნაწილი ჰქონდათ შესწავლილი და კარგად იცოდნენ როდის, რა იყო საჭირო. ჩვეულებრივ სკოლაში, რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ. ისინი ისევ ჩრდილში იქნებიან, ისევ უკანა მერხზე ისხდებიან, ალბათ, რადგან ეს მათთვის სხვა სამყაროა. მიუწვდომელი და უცხო. ჩვენ მათ წერა-კითხვას ვასწავლიდით. ქიმიის, ალგებრის და გეომეტრიის თეორიებს თუ არ ვასწავლიდით, მათ იმდენი ნადვილად იცოდნენ, რომ გეომეტრიული ფიგურები გაერჩიათ. ელემენტარულ ცოდნას ნამდვილად ვაძლევდით იმისთვის, რომ ისინი საზოგადოებაში არ დაკარგულიყვნენ.

განათლების სამინისტროში კი მიიჩნევენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საჯარო სკოლებში გადანაწილება გამართლებული ნაბიჯი იყო. ამბობენ იმასაც, რომ ინკლუზიური განათლება პანსიონების ყოფილი აღსაზრდელების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის აუცილებელი პირობაა.

_ ინკლუზიური განათლება გულისხმობს ამ ტიპის მოსწავლეთა ინტეგრაციას სკოლებში. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებობს ამ ტიპის მოსწავლეთა საინფორმაციო ბაზა და უნდა გითხრათ, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ მაღალია. არიან ბავშვები, რომლებიც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ სკოლაში სიარულს და მათ ჩვენი სკოლები საოჯახო განათლებას სთავაზობენ. ამ შემთხვევაში პედაგოგები თავად დადიან ბავშვებთან სახლში და მათი შესაძლებლობის მიხედვით ეხმარებიან მათ განათლების მიღებაში. ვინაიდან ინკლუზია ბავშვების სკოლასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას გულისხმობს, მათი უმრავლესობა დადის სკოლაში და აქ იღებს განათლებას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 10 რეგიონში შეიქმნა მულტიდისციპლინური ჯგუფი და მათ შორის არის გურიაც. ჩვენთან ეს ჯგუფი 3 ადამიანისაგან შედგება და კოორდინატორი გახლავთ ქალბატონი მარინა თოფურია. ზოგადად, ჩემი დამოკიდებულება ასეთია _ ინკლუზიური განათლების მიღება და ამ საჭიროების მქონე მოზარდების ინტეგრირება საზოგადოებაში მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ის გამოცდილება, რაც ჩვენ ამ დროის განმავლობაში დაგვიგროვდა, მაძლევს უფლებას, ვთქვა, რომ არანაირი წინააღმდეგობა კლასის სხვა მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან არსად გვხდება. ისინი სკოლაში თანაცხოვრობენ და სწავლობენ სრული თანასწორობით. ინკლუზიური მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში ერთვებიან მათი შესაძლებლობის მიხედვით, ზოგი საკმაოდ აქტიურად. ბუნებრივია, მათი შეფასება და სასკოლო სახელმძღვანელოები საჭიროებს დახვეწას. მულტიმედიური ჯგუფების დახმარებით სკოლაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმები დგება და ინერგება. იმედი მაქვს, საგანმანათლებლო სისტემის ეს მიმართულება კიდევ მეტად დაიხვეწება და თითოეული მოზარდის შესაძლებლობაზე მორგებული გახდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლელა იმედაშვილმა.

დები ანა და მარი შიხაილოვები ოზურგეთში, სოფელ ჭანიეთში ცხოვრობენ. კოხნარის სკოლა-პანსიონში მათ რამდენიმე წელი გაატარეს. მიმდინარე სასწავლო წლიდან კი ჭანიეთის საჯარო სკოლაში, მეცხრე კლასში, მეორე კლასის დამამთავრებელი საბუთით მოუწიათ ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონებს სკოლაში თანატოლებთან პრობლემები არ ჰქონიათ, მათი მშობლები გაკვეთილებზე მაინც არ ასწრებენ:

_ ბევრჯერ მივაკითხეთ სახლში, მაგრამ არ უნდათ საჯარო სკოლაში სიარული. ოზურგეთში არსებობს ინვალიდთა ასოციაცია. იქ ბავშვებს ასწავლიან კერვას, ხატვას, ხელსაქმეს. სწორედ იქ დადიან მარი და ანა. თან მათი დედა ბაზარში ვაჭრობს. მთელი დღე ქუჩაშია. ბავშვების დამტოვებელი კი არავინ ჰყავს. ასოციაციის სკოლაში დილიდან საღამომდე არიან. საჯარო სკოლაში კი ეს ვერ ხერხდება. ეს ფაქტორიც დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ შიხაილოვების მშობლები შვილების საჯარო სკოლაში სიარულის კატეგორიული წინააღმდეგები არიან, _ ამბობს ჭანიეთის სკოლის დირექტორი მალვინა ნინიძე.

მისივე თქმით, ამ ბავშვების საჯარო სკოლაში გადმოყვანა შეცდომა იყო:

_ როდესაც კოხნარიდან გადმოიყვანეს, მისცეს მეორე კლასის დამამთავრებელი მოწმობა. განათლების სამინისტრო გვეუბნება, რომ ასაკობრივად მეცხრე კლასში უნდა იყვნენ და აუცილებლად დასვითო. ეს კი შეუძლებელია. ისინი გამოცდას ვერ ჩააბარებენ. თუნდაც გასაუბრების დონით. _ ამბობს სკოლის დირექტორი.

დირექტორს მასწავლებლებიც ეთანხმებიან. ჭანიეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მიიჩნევენ, რომ უნრაშეზღუდული ბავშვების საჯარო სკოლაში დაბრუნება შეცდომა იყო. მათი თქმით გადმოყვანამდე სკოლებში სპეციალური ტრენინგები უნდა უნდა ჩატარებულიყო და პედაგოგებთან ერთად ის ბავშვებიც უნდა მოემზადებინათ, რომლებსაც უნარშეზღუდულებთან ერთად უნდა ესწავლათ.

მასწავლებლების თქმით, იმ მცირე პერიოდს, რომელიც ანამ და მარიამმა ჭანიეთის სკოლაში გაატარეს პრობლემები არ ახლდა. მათი თქმით, დები უპრეტენზიო ბავშვები არიან, მათ ძალიან უყვართ მოფერება. პედაგოგების თქმით, უნარშეზღუდულ მოზარდებს კონფლიქტები არც თანატოლებთან ჰქონიათ.

ანას და მარის მეზობლები დადებითად ახასიათებენ. როგორც გვითხრეს, დები აგრესიულები არ არიან, თუმცა ადამიანებთან ყოფნაზე მეტად ცხოველებთან ყოფნა უყვართ.

მათ სახლში მისულებს მხოლოდ ანა დაგხვდა. როგორც გოგონების მამამ, ტოლიკა მიხაილოვმა გვითხრა, მარი დედასთან ერთად ბებიას სანახავად იყო წასული. მშობელს მიაჩნია, რომ კოხნარის სკოლა-პანსიონიდან შვილების წამოყვანა გამართლებული ნაბიჯი იყო.

_ ბავშვებმა გვითხრეს, რომ სკოლა-პანსიონში მხოლოდ ერთ ოთახში ჰყავდათ მთელი დღე და გარესამყაროსთან კონტაქტს მოწყვეტილები იყვნენ. მას შემდეგ, რაც სახლში მოვიყვანეთ, უფრო გახალისდნენ. თან კოხნარში რომ იყვნენ, დახმარებაც არ ეძლეოდათ. სკოლაშიც ვარჩინოთ და ფულიც ვაძლიოთ, ამის საშუალება არ აქვს სახელმწიფოსო. ახლა სადაც დადიან იქ ფულს არ გვახდევინებენ და დახმარებაც ეძლევათ. რაც შეეხება სკოლას, არ უნდათ იქ სიარული. ოზურგეთში, ინვალიდთა ასოციაციის სახლში დაგვყავს. დილით მიდიან და საღამოს ბრუნდებიან. იქ ურჩევნიათ, რადგან მაინც ერთნაირები არიან.

ტოლოკა შიხაილოვის თქმით, ანას და მარის თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემა არასდროს ჰქონიათ:

_ ხშირად თამაშობენ მეზობლებთან. ამ მხრივ მარი უფრო აქტიურია. ანას უყვარს, როცა საქონელს უვლის, ეზოში მუშაობს.

ანა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ჭანიეთის სკოლაში სიარული არ უნდა. მისი თქმით, თავს კარგად მაშინ გრძნობს, როცა ქსოვს, ქარგავს და მეგობრებთან ერთობა.

_ სადაც დავდივარ, კარგად ვარ. ხანდახან კოხნარიც მენატრება. სოფელში სკოლაში რომ დავდიოდი, არავინ არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ მე მაინც იქ მირჩევნია, სადაც ახლა ვარ, _ გვითხრა ანამ.

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელი, მარინა თოფურია მიიჩნევს რომ იმ პედაგოგებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ასწავლიან, ფსიქოლოგიური ბარიერი აქვთ გადასალახი.

_ ხომ არ დაირღვა უნარშეზღუდულ მოსწავლეთა უფლებები, როცა ბავშვები მომზადებისა და შესაბამისი ინფორმირების გარეშე გადაანაწილეს საჯარო სკოლებში და როდესაც ბავშვები არ არიან ინფორმირებულნი ინკლუზიური სწავლების დადებით მხარეებზე, როგორი ურთიერთობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ბავშვებს შორის.

_ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების პროგრამის ფარგლებში, გურიაში მუშაობს მულტიდისციპლინური გუნდი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ბავშვების ხელოვნური გადანაწილება რომელიმე ერთ სკოლაში არ მომხდარა. ინკლუზიური განათლების დანერგვა დაიწყო გურიის ერთ-ერთი სკოლიდან და ბუნებრივად მოიცვა პროგრამამ ის ბავშვები, ვისაც ეს სჭირდებოდა. უნდა აღვნიშნო, რომ ინკლუზიური განათლება მოიცავს არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების, არამედ ყოფილი სკოლა-ინტერნატის მოსწავლეების, ეთნიკური უმცირესობების და ასევე განსაკუთრებული აკადემიური მოსწრების ბავშვების შეფასებას, იდენტიფიკაციას და საჭიროებებზე მორგებულ ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით მათ სწავლებას (ზემოჩამოთვლილი ყველა კატეგორია სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვია). აქედან გამომდინარე, ბავშვის უფლებების დარღვევას, ჩვენის მხრიდან, ადგილი არ ჰქონია. თუმცა არ გამოვრიცხავ, მსგავსი რამ რომელიმე სკოლაში მომხდარიყოს. რადგან საზოგადოებაში, მათ შორის სკოლის ბენეფიციარებშიც სიღრმისეულად არ არის გაცნობიერებულ ინკლუზიური განათლების არსი, ამას ემატება სტერეოტიპული დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი. პედაგოგებს და მთლიანად საზოგადოებას, დიდი ძალისხმევა გვმართებს, რათა ხელი არ შევუწყოთ მათ მიმართ ახალი «იარლიყების” დამკვიდრებას. მაგალითად, როგორიც არის “ინკლუზიური ბავშვი” და ა.შ. სიტყვა ინკლუზია სიტყვა-სიტყვით ჩართვას ნიშნავს, რაც მთელი პროცესია.

გურიის მულტიდისციპლინური გუნდი ახდენს ყველა შემოსულ განცხადებაზე რეაგირებას. გუნდის მიერ დღემდე, სულ შეფასებულია 90-მდე სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვი და 50 ბავშვისათვის მომზადებულია და დანერგილია ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.

_ როგორი უნდა იყოს მასწავლებლების მიდგომა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან, რათა ფსიქოლოგიური ბარიერი მოსწავლეებმა იოლად გადალახონ.

_ ჩემი აზრით, პირველ რიგში პედაგოგებს აქვთ ფსიქოლოგიური ბარიერი გადასალახი. წინააღმდეგობების დასაძლევად და ასევე ნებისმიერ შემთხვევაში, მასწავლებელები უნდა იყვნენ მოტივირებულები და კვალიფიციურები და შედეგზე ორიენტირებულები. კვალიფიკაციაში არა მარტო საგნის კარგი ცოდნა, არამედ ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნაც სავალდებულოა. ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური განათლება სიახლეა. ის სპეციფიკური მეთოდებისა და უნარების დაუფლებას მოითხოვს პედაგოგებისაგან. ამიტომ, პედაგოგები მუდმივად უნდა ფიქრობდნენ თვითგანვითარებაზე. ისინი უნდა ეძებდნენ საკვალიფიკაციო ტრენინგებსა და სემინარებს. ჩვენ, პედაგოგების ნაწილს შევთავაზეთ ტრენინგების სრული და საინტერესო კურსი. ვისაც არ შევთავაზეთ ალბათ საყვედურს გვეტყვის, მაგრამ ვისაც შევთავაზეთ, ვერ ვიტყვი, დიდი ინტერესით ესწრებოდნენ ტრენინგებსო. სამწუხაროა, მაგრამ საკუთარი პროფესიისადმი პედაგოგების მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება დავინახე. საბედნიეროდ, არიან პედაგოგები, რომლებიც შემოქმედებითად მიუდგნენ ინკლუზიური განათლების დანერგვას სკოლებში, შედეგებიც უკვე სახეზეა.

_ რა მნიშვნელობა აქვს მშობლების ინფორმირებას და როგორ უნდა უწყობდნენ ხელს შვილებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობაში?

_ მოდით, დავაკონკრეტოთ. პირველი _ თუ ჩვენ ვსაუბრობთ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებზე, რომელსაც მოიცავს ინკლუზიური განათლება, კიდევ ერთხელ გავახსენოთ მშობლებს, რომ ასეთი კატეგორია მოიცავს მაღალი აკადემიური მოსწრების ბავშვებსაც, რომელთაც აქვთ მათ ასაკთან შედარებით გადაჭარბებული ინტელექტუალური შესაძლებლობები. მეორე _ თუკი ჩვენ ვსაუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ტიპური ბავშვების ინტეგრაციას და მათი მშობლების დამოკიდებულებებს უნდა აღვნიშნო, რომ პედაგოგების როლი აქაც დიდია. მათ კარგად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებს რომ აღნიშნული პროცესი მათი შვილებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ტიპურ ბავშვებს უყალიბდებათ განსახვავებულობის მიღების უნარი. ისინი სწავლობენ თანადგომასა და მეგობრობას. ვფიქრობ, ჩვენი ადამიანური ვალია _ გარემო სხვისთვის შეზღუდული არ გავხადოთ. რადგან ნებისმიერ სხვა სოციუმში შეიძლება ჩვენც შეზღუდულ გარემოში აღმოვჩნდეთ. ადამიანებს განვითარებული აქვთ ინდივიდუალურად მეტ-ნაკლებად სხვადასხვა უნარი. მარტივ მაგალითს მოვიყვან _ შეიძლება ფრანგების საზოგადოებაში ყოფნა ჩვენთვის შეზღუდული გარემო იყოს, რადგან ჩვენ ფრანგული არ ვიცით. ამისათვის შეიძლება ჩაგვქოლონ?

_ საჭიროა თუ არა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს სკოლაში, გაკვეთილზე ჰყავდეთ ცალკე პედაგოგი, ფსიქოლოგი და რა მნიშვნელობა აქვს გამართულ ინფრასტრუქტურას ამ ტიპის მოსწავლეებისთვის?

_ დავიწყებ იმით, რომ გამართული ინფრასტრუქტურა ნებისმიერ მოსწავლისათვის არის აუცილებელი. ასევე გეტყვით, რომ ინკლუზიური განათლების დანერგვისათვის ნებისმიერი სკოლა უნდა იყოს მზად. აღნიშნული პროგრამა უნდა მოიცავდეს გამართულ ინფრასტრუქტურას (რესურს _ ოთახით), კვალიფიციურ კადრებს და ბენფიციარების მზაობას. ყველა ჩამოთვლილი საკითხი სკოლებში გადასახედია და მოსაგვარებელი. ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ვისაუბროთ კლასში დამხმარე პედაგოგზეც. ფსიქოლოგის ჩარევა აუცილებელია, როდესაც ბავშვის აგრესიული ქცევის მართვასთან გვაქვს საქმე და აუცილებელია ქცევის კორექცია. თუმცა ყველა სკოლაში დამატებითი პედაგოგისა და ფსიქოლოგის ყოფნა ფუფუნებაა, თუმცა მოცემულ ეტაპზე, შეუძლებელი. ერთი სიტყვით, სრულყოფილებას სკოლებში აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის ვერ დავიკვეხნით, მაგრამ როდესმე ხომ უნდა დავიწყოთ?!

_ ფსიქოლოგიურად რამდენად იოლია სხვა ბავშვებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანაკლასელების მიღება ისეთებად, როგორებიც არიან და როგორია ამ ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ჯანმრთელ თანაკლასელებს უყურებენ?

_ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების ფონზე მათი ინტეგრაცია არ არის მარტივი, თუმცა, შესაძლებელია, სტერეოტიპები არსებობს ორივე მხრიდან. ზრდასრულები უნდა შევეგუოთ, რომ საზოგადოება არის მრავალფეროვანი. ამის შემდეგ აღნიშნულის გაცნობიერება უნდა ვასწავლოთ ბავშვებს და მოზარდებს, შემდეგ ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნება.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

21-ს ქვევით

სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

19:55; 24 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

13:47; 20 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

„სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

17:53; 15 სექტემბერი, 2025
21-ს ქვევით

რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

18:44; 21 აგვისტო, 2025
21-ს ქვევით

რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

15:18; 20 აგვისტო, 2025

რატომ არ არის ავტოსადგური ლანჩხუთში

"ფასადური პოლიტიკის" მიღმა დარჩენილი სკოლები

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025
ფინანსები

SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად

20:16; 5.12.2025
საზოგადოება

ხანძარს კაცი ემსხვერპლა

20:09; 5.12.2025
ფინანსები

12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა – საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა

20:07; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5.12.2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5.12.2025
ფინანსები

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

17:06; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო