https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“საკნებში ჩაგვკეტეს, შუქი ჩააქრეს… გვეგონა სპეცრაზმი უნდა შემოსულიყო…”

23:01; 20.01.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დააპატიმრეს აქციის 7 მონაწილე, მათ შორის ანანიძეც. დაპატიმრებულებს ბრალად აჭარის ტელევიზიის ბლოკირება და მასში შეჭრის მცდელობა ედებოდათ. ცოტნე ანანიძემ ციხეში წელიწად ნახევარი გაატარა. რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ახალმა პარლამეტმა იგი პოლიტპატიმრად ცნო და 29 დეკემბერს გაათავისუფლეს. ინტერვიუზე უარი არ უთქვამს, მაგრამ თქვა, რომ ამ საკითხზე საუბარი ძალიან უჭირს.

“ბუნებრივია, ძალიან რთულია, როცა პატარა ოთახში აღმოჩნდები და ადამიანისთვის ყველაზე მთავარ ფასეულობას, თავისუფლებას გიზღუდავენ. თან ისეთ სიტუაციაში, როცა აშკარად არ ხარ დამნაშავე. მე მინახავს ჩემი პატიმრობის განმავლობაში ადამიანები, რომლებიც დამნაშავეები არიან რეალურად, სხედან ციხეში, მაგრამ იმათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა განსხვავებულია, ვიდრე უდანაშაულო მსჯავდებულისა, რომელიც უსამართლოდ იხდის სასჯელს. ასეთი ადამიანები არა მარტო პოლიტპატიმრები,  არამედ სხვაც ბევრი იყო რეჟიმის პირობებში,” -ამბობს ანანიძე.

ცოტნე ანანიძე სასჯელის თავიდან ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდია, შემდეგ კი გეგუთის #14 ციხეში გადაიყვანეს.

“დამოკიდებულება ჩვენთან მიმართებაში არ იყო მკაცრი, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, უბრალოდ თავად ციხეს აქვს ისეთი პირობები, რომ ცხოველიც რომ მოათავსო ეგეც არ შეიძლება. საქართველოს კანონმდებლობა ცხოველის წამებასაც კრძალავს.

რაც შეეხება ეტაპირებას გეგუთის #14 ნახევრადღია დაწესებულებაში, იქ განსხვავებული ვითარება იყო. დირექტორი იყო მამუკა ჩეგიანი. ეს იყო განსაკუთრებით აგრესიული ჩვენს მიმართ. მხოლოდ ჩვენი ჯგუფი იჯდა ამ დაწესებულებაში პოლიტპატიმრების სტატუსით.

იყო ძალიან დიდი კორიანტელი მორალური შეურაცხყოფისა და ასევე ფიზიკური ჩეგიანის მხრიდან. რომელიც გვეძახდა ქვეყნის მოღალატეებს რაღაცა საშინელებებს, ტერორისტებს. თუ შეიძლება რაიმე შეურაცხმყოფელი ეპითეტები მოიფიქრო ადამიანმა  ამის ფანტაზია ჰქონდა განვითარებული ბრწყინვალედ და შესაბამისად, გვამკობდა კიდეც. გეგუთში გადაყვანის შემდეგ, 3 დღე დავყავით იქ კარანტინში. ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, რა თქმა უნდა. ცუდი ამინდები დაემთხვა ჩვენს ეტაპირებას. თოვდა. გათბობა არ იყო. მხოლოდ რკინის საწოლები… იატაკი წყლიანი.

– ბათუმის ციხეში რა ვითარება იყო? ამბობენ ძალიან მძიმე სანიტარული მდგომარეობააო.

– კი. შენობა არის ამორტიზირებული სრულად. საკანი არის ძალიან ვიწრო და მტვრიანი. სპეციალისტებისაგან როგორც გავიგე, ე.წ. “დამწვარი” არის სამშენებლო მასალები და რაც არ უნდა დაგავო და დაასუფთავო, ვერ გაანადგურებ. ვენტილაციის პრობლემაა და წყლის. წყალი მოდის დილის რაღაც საათებში და ზაფხულში საერთოდ არის ჯოჯოხეთი. საპირფარეშო იზოლირებული არ არის უმეტეს საკნებში, მათ შორის იქ, სადაც მე ვიჯექი. იყო ასევე გადატვირთულობაც. სკამების არარსებობა. საკანი გავთვლილი იყო 4 ადამიანზე და არანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს, რომ ოთხი ადამიანი მოათავსო. არ ვიცი, რა უნდა დააშავოს ადამიანმა ისეთი, რომ იმ საკანში გაუშვა რა საკანებიც მანდ არის. მიუხედავად ამისა. 4-ის მაგივრად ვიყავით 6 პატიმარი.

– საკანში რა მდგომარეობა იყო? საყოფაცხოვრებო პირობები მინიმალურ დონეზე მაინც თუ იყო?

– ძალიან ცუდი ლეიბები იყო და თან ბათუმის #3 საპყრობილე არის დახურული ტიპის დაწესებულება. მხოლოდ რამდენიმე წუთით გასეირნების უფლება გაქვს დღის განმავლობაში პატიმარს, ისიც ისევე საკანივით ადგილზე, სადაც უბრალოდ გისოსებივით არის ჭერი გაკეთებული. ლეიბების გამზეურება და ეგეთი რაღაცა წარმოუდგენელია. ერთი პერიოდი იყო ადიალას შემოგზავნა, რაც ჩემი გეგუთში გადაყვანის შემდეგ გეგუთში აღარ ხდებოდა. ლეიბებსაც წონიდნენ. არ უნდა ყოფილიყო 5 კილოზე თუ 3 კილოზე მეტი. მეტის შემთხვევაში დაგაშლევინებდნენ და ამოგაღებინებდნენ ბამბას. სასწორით დადიოდა ციხის თანამშრომელი.

– კვების მხრივ როგორი საკვები მოგეწოდებოდათ პატიმრებს?

– კვებაზე ვერ იტყვი, რომ კარგი იყო. ბოლო პერიოდში ეტყობოდა ყველაფერს გაუმჯობესება. საშინელი ცხიმიანობა ჰქონდა საჭმელს. ავტომობილში რომ გამოცვლი ზეთს, რაღაც იმდაგვარ ლაქებს მოიცავდა თავზე საჭმელი. მე ყველანაირად ვცდილობდი, რომ ციხის საჭმელისათვის თავი ამერიდებინა შეძლებისდაგვარად. მგონი სოზარ სუბარმა თქვა, რომ 2010 წელს შემოტანილ ხორცს აჭმევდნენ 2012-შიო. პატიმრის წილი იყო ასეთი: ერთი პური დღის განმავლობაში და საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე თითო წილი ულუფა.

– ციხეს ხომ აქვს მაღაზია? შესაძლებელი იყო იქ შეგეძინა საკვები და ის გეჭამა?

– მაღაზიაც ძალიან ცუდი იყო. შედარებით მაღალი ფასები. ასორტიმენტი ძალიან მცირე. ბარათს და სიას გაატანდი მორიგე პატიმარს და მოგიტანდა მაღაზიიდან დანაბარებს და ჩეკს.

ზოგიერთ პატიმარს ჰყავდა  ოჯახის წევრები საზღვარგარეთ. თვის განმავლობაში ან ორი თვის განმავლობაში ურიცხავდნენ 300-400 ლარზე ან დოლარზე მეტს. ამის გამო ციხის ადმინისტრაცია იბარებდა პატიმრებს და მიმდინარეობა მათი დაკითხვა, თუ რატომ გაქვთ ამდენი თანხა, რასთან დაკავშირებით გადმოურიცხეს და ა.შ.

– “ციხის კადრები” როდის ნახეთ და რა ვითარებაში?

– საკმაოდ საინტერესო ისტორიაა. მე მაშინ ვიმყოფებოდი გეგუთის ციხეში. 6 საათიან კურიერს ვუყურებდით პატიმრები. ერთ-ერთი კადრი გავრცელდა, სადაც საკანში ცემენ ადამიანს და შემდეგ ჟურნალისტი ამბობდა, რომ ეს იყო თამაზ თამაზაშვილის დაკვეთა. ამის შემდეგ, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაიძახეს, რომ ყველა პატიმარი უნდა შევსულიყავით საკნებში. საკნები ჩაიკეტა. ტელევიზორები გაიტანეს საკნებიდან. ტელეფონებიც გაითიშა. ჩვენ, პატიმართა უმრავლესობას გვეგონა, რომ სპეცრაზმი უნდა შემოსულიყო ციხეში და უნდა მომხდარიყო ე.წ. “პატიმრების დალეწვა”. მეორე დღემდე ვცდილობდით, რომ ცოტა მეტი ტანსაცმელი ჩაგვეცვა, რომ უფრო მეტად მომზადებულები დავხვედროდით. ნაკლებად მტკივნეული რომ ყოფილიყო. შემდეგ, ადვოკატების მეშვეობით შევიტყვეთ ინფორმაცია რაც ხდებოდა.

– ინფორმაციას საიდან იგებდით მიმდინარე მოვლენების შესახებ?

– სექტემბრამდე, ციხეში ინფორმაციის მოსმენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ჩვენ გვქონდა საკანში დამონტაჟებული ტელევიზორი, რომელიც მხოლოდ პირველი არხს, “რუსთავი 2”-ს და “იმედს” აჩვენებდა. ისიც ძალიან დაბალ ხმაზე უნდა ყოფილიყო ტელევიზორი. ბუზის გაფრენის ხმა უნდა ისმოდეს – ასეთი პრინციპი ჰქონდათ. საოგადოებრივი მაუწყებლის “მეორე არხიც” გვქონდა, მაგრამ თუკი მეორე არხის ეთერში გამოდიოდა ოპოზიციის ლიდერი ამაზე სერიოზული გართულება ჰქონდათ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს. არ შემოდიოდა გაზეთი. წიგნების შეტანაც არ შეიძლებოდა. მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა, მაგრამ თუ სქელი ყდა ჰქონდა მოახევდნენ.

– სექტემბერიდან, ანუ კადრების გავრცელების და აქციების შემდეგ რა შეიცვალა?

– დამოკიდებულება შეიცვალა კარდინალურად. თანამშრომლების ნაწილი წავიდა. სექტემბრის შემდეგ აღარ იყო ის შეურაცხყოფები, არც ცემა, არც ტელევიზორზე ხმის ჩაწევის მოთხოვნები და ა.შ. მორალურად განადგურებული ადამიანის მართვა არის იოლი. ეს გზა ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას არჩეული შეურაცხყოფით, სასტიკი ცემით, ადამიანის დაშინებით და ა.შ. ბევრი ადამიანი ვერ უძლებს და ტყდება მორალურად.

– პატიმრების ცემა რამდენად ხშირი იყო?

– იყო ცემის კოლიდორი, რომელსაც გადის ყველა – ეს მიღების დროს. არის წრეში მოქცევა –  გარშემო ციხის თანამშრომლები და ასე სცემენ პატიმარს. მაგრამ ციხის თანამშრომლებს შორისაც იყვნენ ადამიანები რომლებსაც არასდროს  მიუყენებიათ პატიმრებისთვის შეურაცხყოფა, მაგრამ უმრავლესობა პირიქით იყო.

ცემის სხვადასხვა გრაფიკი ჰქონდათ. ადამიანების ამოჩემება იცოდნენ. იყვნენ პატიმრები, რომლებსაც ყოველ შემოწმებაზე დღეში ორჯერ სცემდნენ, შემდეგ ითხოვდნენ მადლობის გადახდას, რომ საჭმლის მონელებაში გეხმარებითო.

– არჩევნების შედეგები რა ვითარებაში გაიგეთ?

– არჩევნების შედეგების შესახებ გავიგეთ 2 ოქტომბერს, 2 საათზე ტელეკომპანია “იმედის” საშუალებით, როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გადავდივართ ოპოზიციაშიო. მანამდე ეგზიტპოლები როცა გამოცხადდა, ამას მოჰყვა ძალიან დადებითი რეაქცია პატიმრების მხრიდან. ციხეში კედლებზე ხელების ბრახუნი იყო რაღაცა კარგი ამბავის გავრცელების ჟესტი. შემდეგ, რამდენიმე წუთში ეს განწყობა შეიცვალა. ჩიორა თაქთაქიშვილმა თქვა, რომ მაჟორიტარულში საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს და გვექნება სტაბილური უმრავლესობა პარლამენტშიო. თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, ყველაფერი ნათქვამი იყო.

– ახლა რას აპირებ? მაშინ სტუდენტი იყავი. აპირებ სწავლა გააგრძელო?

– სისხლის სამართლის მაგისტრანტი ვიყავი და დაახლოებით 10 დღეში მქონდა სამაგისტრო ნაშრომის დაცვა, როცა დამაკავეს. შემდეგ მოხდა ჩემი პატიმრობის პერიოდში ჩემი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. უნდა გამოცხადდეს მობილობა, მაგრამ კანონის მიხედვით, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა მიმართოს სტუდენტმა უნივერსიტეტის ადმინისტარაციას სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ჩვენ გაქვს პოლიტპატიმრის სტატუსი, მაგრამ ეს იყო პირველი პრეცენდენტი. ვიმედოვნებ, რომ სასამართლო ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ აბსოლუტურად უკანონოდ ვიხდიდით სასჯელს და უნივერსიტეტმაც უნდა მოახდინოს ჩემი აღდგენა. არ ვაპირებ საგანმანათლებლო საკითხებს ჩამოვცილდე.

– პოლიტიკურ ცხოვრებას თუ დაუბრუნდები?

– ალბათ, ალბათ. დღეს ჩემთვის საკმაოდ რთული მდგომარეობაა. არის ერთი მხრივ ხელისუფლება “ქართული ოცნება”, მეორეც მხრივ ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც მომავალი არ აქვს. ეს იყო რეჟიმი, რომელმაც მე უკანონოდ გამისტუმრა ჯოჯოხეთში წელიწადნახევარი…  რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ ალბათ საინტერესო აღარ ვართ ხელისუფლებისთვის, ყოველ შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ ისინი უკვე ხელისუფლებაში არიან. ჩვენ მაინც ოპოზიციონერობის იმიჯი გვაქვს შემორჩენილი. რა იქნება სამომავლოდ, რთულია თქვა.

– ახალი ხელისუფლება ახსენე. ისინი ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, მათთან ერთად იბრძოდი წლების განმავლობაში და ბევრი საერთო გქონდათ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ თუ იყო რაიმე შემოთავაზება?

– ნაწილთან მქონდა სატელეფონო საუბარი, ერთ-ორ დეპუტატს შევხვდი უმაღლესი საბჭოდან, იყო მოგობრული შეხვედრა, მაგრამ წინადადებები და შემოთავაზებები არანაირი.

– ბატონი მურმან დუმბაძე თუ ნახე? აქციის დღეს თქვენ ერთად იდექით აჭარის ტელევიზიასთან.

–  ბატონი მურმანი  არ მინახავს, არ ცალია როგორც ჩანს ჩემთვის.

– არც დაურეკავს?

– ალბათ, სამომავლოდ შევხდებით ერთმანეთს ჩვეულებრივად. ამ ადამიანებთან 2007 წლის შემდეგ მაქვს ურთიერთობა. ერთად ვებრძოდით რეჟიმს.  როცა ვითარება იცვლება, შესაძლებელია ადამიანებიც შეიცვალონ, მაგრამ იმედი მაქვს, ასე არ მოხდება.

– ანუ აქტიური ცოტნე დაუბრუნდება ბათუმს?

– ალბათ კი. ენერგიას მოვიკრეფ, ცოტა მდგომარეობაშიც გავერკვევი სიღრმისეულად და მერე  დავბრუნდები.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ხალხო, შეიძლება ერთი პრეზიდენტი მაინც ღირსეულად არ გავაცილოთ?"

აფხაზები რკინიგზის აღდგენის წინააღმდეგნი არ არიან

ყველა სიახლე

სამართალი

ხობში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

20:09; 18.12.2025
საზოგადოება

სეს-მა აგრარული ბაზარი დააჯარიმა

18:28; 18.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:50; 18.12.2025
ფინანსები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

17:20; 18.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა

17:07; 18.12.2025
საზოგადოება

“თხილის სუბსიდირების პროგრამა” უქმდება

15:18; 18.12.2025
მსოფლიო

პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

15:03; 18.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები მომსახურების სექტორში მომუშავე ბიზნესისთვის

14:43; 18.12.2025
საზოგადოება

სად არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც გურიაში სტადიონები უნდა ააშენოს?

14:36; 18.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა _ ნახეთ, სად იყო ეპიცენტრი

13:47; 18.12.2025
ზაფრანი

ვინ არის დაბადებული წარმატებისათვის

13:14; 18.12.2025
ზაფრანი

ყველაზე მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი ადამიანები

13:12; 18.12.2025
ზაფრანი

რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ცხოვრებაში წარმატება მოიზიდოთ

13:11; 18.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები

13:03; 18.12.2025
საზოგადოება

პროცედურები, რომელიც მართვის მოწმობის აღსადგენად უნდა გაიაროთ

12:41; 18.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო