ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ ლანჩხუთში არსებული დაუსრულებელი დაპირისპირებების გამო და პარლამენტის დეპუტატს თემურ ჩხაიძეს წინადადებით მიმართავენ, გახდეს პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი. მოძრაობის ლიდერის ვლადიმერ ჩხაიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ჩვენ ვართ ის ახალგაზრდები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შევიტანეთ “ქართული ოცნების” და ბატონი თემურ ჩხაიძის გამარჯვებაში.
ჩვენმა სურვილმა, რომ ყველა ახალგაზრდას მიეცეს საშუალება თავიანთი წვლილი შეიტანონ საკუთარი ქალაქების და სოფლების წინსვლასა და განვითარებაში, გადაგვადგმევინა ეს ნაბიჯი. მივმართავთ დეპუტატ თემურ ჩხაიძეს მოთხოვნით:
- დაუყონებვლივ მოგვცეს ჩართულობის საშუალება, მიმდინარე მოვლენებში;
- მოხდეს კოალიციაში შემავალი სუბიექტების შეთანხმება;
- შეწყდეს ფარული გარიგებები გია გოგუაძესთან (არსებობს ამის საფუძვლიანი ეჭვი და მის გასაფანტად მოგვცეს ჩართულობის საშუალება მოვლენებში);
- მოვითხოვთ მოხდეს მოსახლეობის გამოკითხვა და მათთან შეთანხმება გამგებლის კანდიდატურასთან დაკავშირებით;
- მოვითხოვთ ღია შეხვედრას ბატონ ზაზა ურუშაძესთან და ბატონ თემურ ჩხაიძესთან;
- მოვითხოვთ მყისიერად მოხდეს იმ საჯარო მოხელეების გათავისუფლება, რომლებიც წინა საარჩევნო პერიოდში ბოროტად იყენებდნენ დაკავებულ თანამდებობებს და ზეწოლას ახდენდნენ საზოგადოებაზე (მაგ: სამოქალაქო რეესტრი, კომისარიატი, ქალაქის მერია, სამაშველო სამსახური).
- ჩვენ ვუერთდებით მოძრაობას “ერთსულოვნება’” და მოვითხოვთ ვადაგასული თვითმარქვია “ნაციონალური” დაჯგუფების ექს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი მონების პასუხისგებაში მიცემას სამართლებლივი საფუძვლებით;
- ასევე მივმართავთ თხოვნით ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდეს იმ ახალგაზრდების ღირსეული დაფასება, რომლებმაც თავიანთი ბრძოლით და აქტიური ქმედებით უდიდესი წვლილი შეიტანეს “ქართული ოცნების’” გამარჯვებაში.