რომელშიც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
უმცირესობის წარმომადგენელს სერგო რატიანის იქ შეკრებილმა ხალხმა არ მისცა საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება და “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი ხელისუფლება მუსოლინის მმართველობის პერიოდს შეადარეს.
პარლამენტის ვიცე სპიკერი, “ქართული ოცნების” ლიდერი მანანა კობახიძე იქ შეკრებილ საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ყველა მხარის მოსაზრება მნიშვნელოვანია და დღევანდელი შეხვედრის მიზანი სიტუაციის გამწვავება კი არა, ისაა, გაიგონ რას ფიქრობენ გურულები და ოზურგეთელები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.