_ მე, პრემიერ-მინისტრის განცხადება, ვფიქრობ, სწორად გავიგე. ბიძინა ივანიშვილის ნათქვამის მიხედვით, თითქოს, ჩატარებულა კონფერენცია და იქ არჩეულა დავით დარჩია. ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია მიწოდებული არ არის სწორად, რადგან კონფერენცია სავარაუდოდ ჩატარდება 1 თებერვლისთვის და ჩამოდიან სტუმრები. ჯერ დარჩია არავის აურჩევია. სხვა ინფორმაცია არ მაქვს.
_ დავით დარჩიასთან დაკავშირებით გქონდათ ინფორმაცია?
_ არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მქონია. ვიცოდი, რომ დავით დარჩია ამ დღეებში თბილისშ იყო, მაგრამ ბატონ ბიძინასთან ჰქონდა თუ არა შეხვედრა, არ ვიცოდი.
_ ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ გსურთ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა.
_ იცით, რა, მოდით, ასე ვთქვათ, ყველაფერი გადაწყდება 1 თებერვალს, პოლიტიკური საბჭოს მიერ.
_ დავით დარჩიას კანდიდატურაზე რას გვეტყვით?
_ ორი კვირის წინ გავიგე, რომ მას უნდოდა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა. მეტი არაფერი ვიცი.