_ ბატონო მიხეილ ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, “ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ აღარ ვიღებდით მონაწილეობას დეპატებში და ხალხს აღარ ვხვდებოდითო”, როგორც ჩანს, ოპოზიციაში ყოფნას ის ხიბლიც აქვს, რომ შეცდომებზე იწყება ფიქრი, თქვენი გადმოსახედიდან ,რა იყო ის მთავარი შეცდომა, რასაც აღარასდროს გაიმეორებდით?
_ მარტო დებატებში მონაწილეობის არმიღება არა, ძალიან ბევრი იყო… მე პრეზიდენტს ვეთანხმები, როდესაც მან თქვა, რომ უნდა გაანალიზო ახლა ეს ყველაფერი. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შეცდომა ის იყო, რომ პარლამენტში არ იყო წარმოდგენილი სერიოზული ოპოზიცია, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია 2008 წელს არ შემოვიდა პარლამენტში და დავრჩით მარტო. იქ იყვნენ ქრისტიან-დემოკრატები, მაგრამ ამ ძალამ ვერ გაგვიწია სათანადო პაექრობა. ჩვენ ამაზე უნდა ვყოფილიყავით კონცენტრირებულები.



































































