შემოსავლების ლეგალიზაციისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი. გამოძებით დადგინდა, რონ გუბერნატორად მუშაობის პერიოდში ის უკანონოდ მონაწილეობდა შპს “ნიუ ენერჯის” საქმიანობაში, კერძოდ იგი მფარველობას უწევდა შპს-ს და ხელს უწყობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული ხელეკრულებების გაფორმებაში. აღნიშნული საქმიანობის სანაცვლოდ, დიდი რაოდენობით იღებდა უკანონო შემოსავალს და ფულის გათეთრების მიზნით აძლევდა კანონიერ სახეს. 2010 წლის ზაფხულში, ჩოჩელის მოთხოვნის საფუძველზე, “ნიუ ენერჯიმ” ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნების მოსაწყობად თურქეთიდან ჩამოიტანაა 61 845 ლარის ღირებულების ინვენტარი, რაც ჩოჩელის მეუღლის სვეტლანა ჩოჩელის სახლის ეზოში დაამონტაჟა.
გამოძება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე 194 ემუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს 9-დან 14 წლამდე პატიმრობას.