შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს ფაქტი არ დასტურდება, პოლიციას ამ გვარ-სახელით მოქალაქე არ დაუკავებია და მსგავსი შემთხვევის შესახებ, სამართალდამცველებისთვის არც ერთი დაზარალებულის ახლობელს არ მიუმართავს.
შსს მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, იმ შემთხვევაში, თუკი ამ, ან მსგავსი ფაქტების შესახებ, რაიმე ინფორმაცია ექნებათ, მიმართონ გენერალურ ინსპექციას. მედია საშუალებებს კი სთხოვს, გაშუქებამდე მსგავსი შემთხვევები პრესსამსახურთან გადაამოწმონ.