“გურია ნიუსი” თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, თამაზ რობაქიძეს დაუკავშირდა.
რობაქიძის თქმით, მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს: _ არ ვიცი, ჩვენ ჯერჯერობით მსგავსი ინფორმაცია არ გვაქვს. ალბათ გახსოვთ, თავის დროზე, იმ ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ, რომელიც კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ არის. იმ პერიოდში აქტიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ როგორც ავტობუსების მძღოლებთან, ასევე მეტროპოლიტენის პროფკავშირებთან. მათი მოთხოვნები სამუშაო პირობების შესახებ, თითქმის ყველაფერი, რისი დაკმაყოფილებაც შეგვეძლო, შესრულდა.
ამ ეტაპზე, დღის წესრიგში სხვა სახის მოთხოვნა ნამდვილად არ დამდგარა და არა მგონია, ნამდვილად არ ვფლობ ინფორმაციას, მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვის შეერთებასთან დაკავშირებით რამეს თუ აპირებენ, _ ამბობს თამაზ რობაქიძე.