“ტელევიზიით მოვისმინე პროკურატურის დღევანდელი განცხადება. მე ვარ შვილმკვდარი დედა, საშინელების გადამტანი ქალი და როგორ ფიქრობთ, მე რომ გურჩიანიის ბრალეულობაში ეჭვი შემპარვოდა, მის გასამართლებას დავთანხმდებოდი? დიახ, სასამართლოში წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა დამარწმუნა, რომ ის ნიკას მკვლელობაშია გარეული.“-აცხადებს ელენე პაპავა “გურია ნიუსთან” საუბარში.
მთავარი პროკურატურის დღევანდელი განცხადებით, ამერიკის საგამოძიებო ბიუროს საექსპერტო სამსახურიდან მიღებული დასკვნების შესწავლამ ცხადყო, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი თითის ანაბეჭდების ნიმუშები არ დამეთხვა არცერთი ბრალდებულის თითის ანაბეჭდს.
“პროკურატურა რომ ამბობს გვიჩიანის თითის ანაბეჭდები ვერ ვნახეთ მოკლულის სახლშიო, გიორგი გვიჩანი იყო შემკვეთი და ხოლო მეორე გვიჩიანი, მისი ნათესავი შუამავალი და მათი თითის ანაბეჭდები როგორ აღმოჩნდებოდა მკვლელობის ადგილზე? ჯერჯერობით არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, დაველოდები პროკურატურას, რას მოიმოქმედებს, მაგრამ თუ მართლა ისე განვითარდება მოვლენები, რომ იმ ხალხს გარეთ გამოუშვებენ, მაშინ ალბათ იძულებული გავხდებით,რაღაც მოვიმოქმედოთ. რა უნდა თქვას პროკურატურამ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა? გამოიძონ და დაამტკიცონ თუ არის რაიმე ხელჩასაჭიდი. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე რომ ამაში დარწმუნებული არ ვყოფილიყავი, უდანაშაულო ადამიანის ციხეში ჯდომის მომხრე ვიქნებოდი?”
ელენე პაპავას თქმით, გიორგი გვიჩიანი მკვლელობიდან მოკლე ხანში დააკავეს, თუმცა საქმეში იმდროინდელი პარლამენტარები გუბაზ სანიკიძე, გოჩა ჯოჯუა და აკაკი ბობოხიძე ჩაერთვნენ და დაკავებული თავდებით გაათავისუფლეს.