ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რკინიგზის გახსნა მხოლოდ ერთი პირობით – აფხაზეთის დეოკუპაციის პარალელურად უნდა მოხდეს. პრეზიდენტის განცხადებას დღეს პაატა ზაქარეიშვილი მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამოეხმაურა.
“ბატონი სააკაშვილის პრობლემა ის არის, რომ რაღაცას ყოველთვის რაღაცას აბამს. ბარემ მუშაობს, ამიტომ მის ხელში ყველაფერი ჩამოშლილი და გაუბედურებული იყო. სააკაშვილის პოლიტიკას ქართველმა ხალხმა უარი უთხრა. რკინიგზის გახსნაზე თუ იქნება საუბარი, ეს დიალოგი მხოლოდ რკინიგზის თემას შეეხება და არა სხვა რამეს. დეოკუპაცია პროცესია, ხოლო რკინიგზის გახსნა კონკრეტული მოქმედება. ასე რომ, აფხაზერთში რკინიგზის გახსნა შეიძლება იყოს დეოკუპაციის პროცესის ნაწილი, მაგრამ დეოკუპაციის პარალელურად არ უნდა მიმდინარეობდეს.”
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პრეზიდენტის კიდევ ერთ განცხადებას უპასუხა.
“რაც შეეხება მეორე საკითხს, რომ კითხვა უნდა დავსვათ, თუ სად დადგებიან მებაჟეები? ეს კითხვა ბატონმა სააკაშვილმა თავის თავს უნდა დაუსვას, იმიტომ, რომ მან რუსეთს მისცა უფლება მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანებულიყო. ქართველ მებაჟეებს კი საბაჟო ადგილი ზუგდიდში დაუკანონა,“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.