შსს-ს განცხადებით, დაკავებულმა 29 იანვარს გორში, კომბინატის დასახლებაში ყოფილი მეუღლის, ნინო გელაშვილის ბინაში გერი, 20 წლის თამარ ბეგიაშვილი მუცელსა და გულმკერდის არეში დანის რამდენიმე დარტყმით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108–ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შიდა ქართლის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს აწარმოებს.