როგორც ბესიკ მელუამ შეხვედრაზე განაცხადა, 1 თებერვლის კონფერენციაზე 20 დელეგატი არ დაესწრება.
_ ჩვენ ვემიჯნებით ხვალინდელ კონფერენციას. ჩვენთვის არ არის ცნობილი რა გუნდით მოდის დავით დარჩია “ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის სათავეში.
ჩვენი იქ არ დასწრება იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს შორის ცუდი ურთიერთობაა, მე პატივს ვცემ დავით დარჩიას, მაგრამ ყრილობაზე დასასწრებად პროტესტს გამოვთქვამთ. როგორც ინფორმაცია გვაქვს, ხვალ არის დაგეგმილი რაღაც პროვიკაციების მოწყობა და არ გვინდა მასში მონაწილეობა მივიღოთ.
ამის შემდეგ დავაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები, – აღნიშნა მელუამ.