სანიკიძემ პარკეტზე 14.41 წუთი გაატარა, რა დროშიც მხოლოდ 2 ქულის მოგროვება შეძლო, 3-დან 1 ორქულიანი გამოიყენა და 1 სამქულიანი ააცილა. 2 ქულასთან ერთად 2 ჩაჭრა, 4 მოხსნა, 2 ფოლი მიითვალა და მასზეც 2 ჯერ დაჯარიმდნენ.
გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა” კი 82:71 სძლია “ფენერბახჩეს”. შერმადინმა 17.21 წუთი ითამაშა და ამ დროში 8 ქულას (7-დან 4 ორქულიანი), 3 მოხსნას (1 მეტოქის ფარზე), 1 ჩაჭრას მოუყარა თავი და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
“მონტეპასკი” 5 მოგებითა და 1 წაგებით “ბარსელონასთან”ერთად ლიდერობს F ჯგუფს, ხოლო იმავე ჯგუფში “ოლიმპიაკოსი” 3 მოგებითა და 3 წაგებით მე-5 ადგილზეა და ერთი ადგილი აშორებს შემდეგ რაუნდს.