აღნიშნულ ფორუმს, განათლების მინისტრები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ესწრებოდნენ. ფორუმის ფარგლებში ბრიტანული საგანმანათლებლო ტრენინგებისა და ტექნოლოგიების გამოფენა (BETT – British Educational Training and Technology Show) მოეწყო. ასევე, ოფიციალურ შეხვედრებზე განათლების სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები კომპანია „ინტელის“ ვიცე-პრეზიდენტთან, ჯონ დევისთან (John E. Davies) და ბრიტანეთის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორთან, მარტინ დევიდსონთან (Martin Davidson) გამართა.