_ თენგიზ შერგელაშვილის შეხვედრა რწმუნებულ-გუბერნატორებთან უკვე დაიწყო.
შეხვედრაზე იხილება რეგიონების განვითარების სტრატეგიების შემუშავების, ევროკავშირთან თანამშრომლობის მატრიცით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების, სოფლის დახმარების პროგრამის გახორციელების, თვითმმართველობის სისტემის რეფორმირების, რეგიონებში გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების და საჯარო მოხელეთა ტრენინგებთან დაკავშირებული საკითხები.
თუმცა, როგორც შეხვედრამდე გუბერნატორები აცხადებდნენ, ისინი მინისტრთან კიდევ ორ საკითხს დააყენებენ: პირველი, ეს არის თვითმმართველობებზე გახორციელებული ზეწოლის შეწყვეტა და მეორე _ ბიუჯეტიდან დაფინანსების გაზრდა.