https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული

    “ცეცხლს წავუკიდებთ ნებისმიერ გემს…” – ირანის მუქარა

    ირანის რეჟიმის გარეშე მსოფლიო ცოტა უკეთესი გახდება – მერცი

    ისრაელის თავდაცვის ძალები – ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა დავიწყეთ

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს პროკურატურაში უჩივიან

15:02; 1.02.2013
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

როგორც მაშინ აღვნიშნავდით, #1 საჯარო სკოლის ეზოში ნახევრადდანგრეულ, ისტორიული მნიშვნელობის შენობას შლიდნენ, რომელშიც ამავე სკოლის პედაგოგების და კურსდამთავრებულების განცხადებით, განთავსებული იყო მუზეუმი: _ ეს იყო გურიაში პირველი ვაჟთა სკოლა, სადაც ინახებოდა ისტორიული ექსპონატები, _ აცხადებდნენ “გურია ნიუსთან” პედაგოგები.

1 თებერვალს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონული პროკურორს კახა კოჩივარს მარინე სუნგულიამ განცხადებით მიმართა:

“მოგახსენებთ, რომ ქ. ოზურგეთში, #1 საჯარო სკოლის ბალანსზე, ირიცხებოდა სკოლის ძველი კორპუსი, რომელიც აშენდა მე-19 საუკუნეში თავად გრიგოლ გურიელის დახმარებით.

აღნიშნული შენობა წარმოადგენდა ჯუმათის მონასტერთან არსებულ, ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელს, სადაც აღიზარდნენ არა ერთი ჩვენთვის საამაყო მამულიშვილები და საზოგადო მოღვაწეები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სკოლა თავისი ისტორიული დატვირთვით გახდა იუნესკოს ასოცირებული წევრი. სკოლაში ფუნქციონირებდა მუზეუმი, რომელიც მდიდარი იყო ექსპონატებით, მაგრამ 2012 წლის აგვისტოში, მოხდა აღნიშნული ძველი შენობა-ნაგებობების “დანგრევა”.

ბატონო კახაბერ, მინდა გაცნობოთ, რომ ქ. ოზურგეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის, აღნიშნული უძველესი შენობა წარმოადგენდა უძვირფასეს კულტურულ ფასეულებას. აღნიშნული ძველი სკოლის დანგრევის თაობაზე საკითხის შესწავლისას ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება კითხვა, თუ რატომ მოხდა, რომ სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ #1 საჯარო სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ.

მინდა გაცნობოთ, რომ 2007 წლის 21 დეკემბერს, ქ. ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის დირექტორმა გამოსცა #40 ბრძანება, საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელსაც, ალბათ, უნდა განეხილა სკოლის უძველე ნაწილის დემონტაჟთან დაკავშირებული საკითხი, ვინაიდან ბრძანებაში მითითებული არ არის, თუ რა მიზანს ემსახურებოდა საინვეტარიზაციო კომისიის შექმნა. ასევე ფრიად საინტერესოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2007 წლის 21 დეკემბერს, სკოლის დირექტორის მიერ #49 ბრძანების გამოცემიდან მესამე დღეს, შეიკრიბა ეს საინვენტარიზაციო კომისია, რაზედაც შედგა შესაბამისი აქტი და კომისიამ ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, მხოლოდ სიტყვიერი მსჯელობის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება ძველი შენობის დემონტაჟის შესახებ.

2008 წლის 03 აპრილს, #1 საჯარო სკოლის დირექტორმა მ. თავართქილაძემ წერილობით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსს გია ტაკიძეს და მოითხოვა შესაბამისი კომისიის გამოყოფა და სკოლის ძველი შენობის არსებული მდგომარეობის შესწავლა. ამასთან ჩვენ ხელთ გვაქვს 2008 წლის 16 აპრილით დათარიღებული შემოწმების აქტი, გაცემული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, სადაც დასკვნის სახით წერია, რომ აღნიშნული სკოლის შენობის ექსპლუატაცია უსაფრთხოების მიზნით მიზანშეწონილი არ არის.

საინტერესოა, თუკი საინვენტარიზაციო კომისია შეიქმნა კონკრეტული ადამიანების შემადგენლობით, რომლებსაც უნდა განეხილათ და შეესწავლათ სკოლის ძველი შენობის დემონტაჟის საკითხი, მაშინ რატომ არ არსებობს ამავე კომისიის სხდომის ოქმები, რომელ კომისიასაც ერთხმად უნდა მიეღოთ გადაწყვეტილებები კონკრეტულ საკითხებზე, ან საერთოდ ვინ იქნა არჩეული აღნიშნული საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარედ? ამის შემდგომ, 2008 წლის 27 ივნისს, გაიმართა პედაგოგიური საბჭო, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განსახილველად გამოტანილი იყო სკოლის ძველი შენობის დემონტაჟის საკითხი, დამსწრე პირებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე გამოთქვეს აზრი, რომ შენობის ვარგისიანობის დასადგენად საჭირო იყო კომპეტენტური ორგანოს დასკვნა. საინტერესოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონი გვაძლევს პედაგოგიური საბჭოს უფლებამოსილებისა და მათი ფუნქციების ჩამონათვალს, სადაც მათ ფუნქციებში საერთოდ არ შედის ისეთ საკითხებზე მსჯელობა, როგორიცაა სკოლის ქონება და მისის სამომავლო ბედი. ჩვენს მიერ #1 საჯარო სკოლიდან გამოთხოვილი იქნა ყველა ის დოკუმენტი რაც დაკავშირებულია აღნიშნულ ძველი ისტორიული შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით, რითაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექნებოდა შესაძლებლობა გამოეყო შესაბამისი თანხა აღნიშნული ძველი შენობის დემონტაჟზე.

შეგახსენებთ, რომ #1 საჯარო სკოლის შენობა, სადაც განთავსებული იყო სკოლის მუზეუმი, დაანგრიეს 2012 წლის აგვისტოს თვეში, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკურად ცხელ პერიოდში.

ბატონო კახაბერ, მინდა გაცნობოთ, რომ ამ საკითხის შესწავლისას ცალსახად ჩნდება კონკრეტული სკოლის მასწავლებლების დაინტერესება, ვინაიდან წარმოუდგენელია, სკოლის პედაგოგიურ საბჭოზე, მასწავლებლები წყვეტდნენ სკოლის ბალანსზე არსებული შენობის სამომავლო ბედს, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. ასევე, საინტერესოა, არსებობს თუ არა ქ. ოზურგეთის გამგეობის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა სკოლის დემონტაჟის საკითხზე, რადგან შენობის დემონტაჟი უცილობლად საჭიროებს შესაბამის ნებართვას. ასევე, საკითხის შესწავლისას იკვეთება უამრავი კანონდარღვევა და მავანთა ინტერესი აღნიშნული ტერიტორიისადმი.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ შეისწავლოთ ჩემს მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად.

საქართველოს კანონმდებლობით თქვენთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გთხოვთ მოახდინოთ ამ საკითხის სათანადოდ შესწავლა.

ამ განცხადებას თან ახლავს დანართი “6 ” ფურცლად და 1 დისკი ასევე შემოწმების აქტი, ბრძანება #49 და კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება”, _ აღნიშნულია განცხადებაში.

მარინე სუნგულია: _ მე დავამთავრე ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა და ძალიან მტკივა გული, და არა მარტო მე. ამ საგანმანათლებლო კერის ბულდოზერებით გადასწორება საშინელებაა, როცა შეიძლებოდა მისი შენარჩუნება. ჩემთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მათ ჰქონდათ დასკვნა, თითქოს ისტორიული ნაწილი რეაბილიტაციას ექვემდებარებოდა და ზედმეტი უნდა მოეშორებინათ. მათ დაშალეს ისტორიული ნაწილი და წინ მიშენებული უგვანი ნაწილი დატოვეს. არსებობს ინფორმაციები, რომ ამ ადგილით მავანნი იყვნენ დაინტერესებულნი. მე თუ შევატყობ, ამ საქმეზე გამოძიება არ იქნება ობიექტური, არ ვაპირებ თავის დანებებას და უზენაეს სასამართლომდე მივალ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ოზურგეთის # 1 საჯარო სკოლის დირექტორს მაია თავართქილაძეს, რომელმაც პროკურატურაში სარჩელის შეტანის შესახებ პირველად ჩვენგან შეიტყო.

_ არა, არა, არაფერი არ ვიცი, _ გვითხრა მაია თავართქილაძემ.

_ რა კომენტარს გააკეთებდით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით?

_ მე ყველანაირი დოკუმენტაცია მაქვს, რაც ჩემს სამართლებრივ და კანონიერ ქმედებას ადასტურებს. შესაბამისი ორგანოები მოიკვლევენ და დაადასტურებს ყველაფერს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი, 2012 წლის სექტემბერში, “გურია ნიუსთან” ამბობდა, რომ “2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქმედი გუბერნატორის რამაზ ნიკოლაიშვილის დროს, დაიწყო ამ შენობის ნგრევა. ეს იყო ეგნატე ნინოშვილის სახელობის #1 საშუალო სკოლა და ძირითადი ისტორიული კორპუსი, რომელიც არა მარტო ოზურგეთელებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის წარმოადგენდა ისტორიულ ძეგლს.

მაშინ დაიგეგმა ახალი თანამედროვე ღია დარბაზის მშენებლობა და დანარჩენი მიმდებარე კორპუსების რეაბილიტაცია, ჩვენ ვიცოდით მთლიანმა პედკოლექტივმა, რომ რამდენიმე თვეში დასრულდებოდა ეს სამუშაოები, მაგრამ ასე აღარ მოხდა. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და დღემდე აღნიშნული დაპირება და საქმე არავის გახსენებია.

დღეს კი, როგორც ხედავთ, აღნიშნული ობიექტიდან ნარჩენის დაშლა და ნაგვის გატანა დაიწყეს. ჩვენთვის, პედკოლექტივისთვის, ჯერჯერობით, უცნობია, ვისი ბრძანებით ხორციელდება მიმდინარე სამუშაოები. ჩემი აზრით, ეს პროცესი კვლავ წინა საარჩევნო კომპანიის ნაწილია”, _ აღნიშნავდა “გურია ნიუსთან” საუბარში #1 საჯარო სკოლის ერთერთი პედაგოგი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 1 საჯარო სკოლის დირექტორი მაია თავართქილაძე “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებდა, რომ ამ შენობას არანაირი კულტურული ფასეულობები არ გააჩნია და მისი ნგრევის პროცესი სრულიად კანონიერად მიმდინარეობს:

_ ინგრევა იმიტომ, რომ ეს არის ძველი, ამორტიზებული შენობა. ეს არის აბსოლუტური საფრთხე ბავშვებისთვის _ ცვივა ქვები, ამოსულია ბალახები, მიწა და ნანგრევები არის ანტისანიტარიის, ქვეწარმავლების ბუდე და ყველანაირი საფრთხეა მოსალოდნელი აქედან. ამასთან დავამატებ, რომ არავითარ კულტურულ მემკვიდრეობას ეს შენობა არ წარმოადგენს. ჩვენ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ამ საკითხზე მივმართეთ კითხვით, რომ შენობას რაიმე კულტურული ფასეულობა ხომ არ გააჩნიაო, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ არანაირი.

ჩვენ გვაქვს ასევე დასკვნები, მივმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურს _ მაქვს მათი დასკვნაც, რომ ეს არის ამორტიზებული შენობა. სხვათა შორის, ეს ოთხი წლის წინ იყო. ასე რომ, ყველანაირი მიდგომით შენობა ექვემდებარება დანგრევას.

_ ქალბატონო მაია, ამ შენობის ნგრევა 4 წლის წინ დაიწყეთ. რატომ შეჩერდა პროცესი და ახლა რატომ განაახლეთ? აქამდე არ იყო საშიში ბავშვებისთვის?

_ კი, 4 წლის წინ დავიწყეთ, მაგრამ, აქამდე, უბრალოდ, ფინანსები არ გვქონდა. ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული _ ნგრევა, მერე ნაგვის გატანა და ა.შ. ახლა განათლების სამინისტროს მეშვეობით გავახორციელეთ ამ ამორტიზებული შენობის დემონტაჟი. თქვენ იცით, რომ მეორე კორპუსში მიმდინარეობს ასევე რეაბილიტაცია. ჩვენ, პედსაბჭოს გადაწყვეტილებით, მივმართეთ განათლების სამინისტროს, რომ დანგრევა არის აუცილებელი _ არაესთეტიკური შენობაა და, მით უმეტეს, არავითარი ღირებული ფასეულეობების მატარებელი არ არის, გარდა იმისა, რომ კურსდამთავრებულები ამბობენ, ეს შენობა რაღაც ყორის ქვებითაა ნაშენიო. მინდა გითხრათ, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ, რომ ამ შენობის წინა ნაწილს ვაკეთებთ ჩვენ მუზეუმად და სააქტო დარბაზად. კი, ბატონო, ამ სკოლას უძველესი ტრადიციები გააჩნია და ამის შესანიშნავი მასალა გვაქვს, რომელიც ინახება ჩვენთან, _ აცხადებდა 2012 წლის სექტემბერში #1 საჯარო სკოლის დირექტორი “გურია ნიუსთან” საუბარში.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

შსს: აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

10:28; 4 მარტი, 2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

10:20; 4 მარტი, 2026
სამართალი

დაჭრა და ადგილიდან მიიმალა – განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:16; 4 მარტი, 2026
სამართალი

ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

23:54; 3 მარტი, 2026
სამართალი

ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

12:49; 2 მარტი, 2026

ქობულეთში ექიმების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიძახეს

რა და რატომ შესთავაზა ცეზარ ჩოჩელს "ნიუ-ენერჯის" დირექტორმა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ვის ჩაერიცხა მერიისგან 10 000 ლარი

13:20; 4.03.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

13:03; 4.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული

12:25; 4.03.2026
მსოფლიო

“ცეცხლს წავუკიდებთ ნებისმიერ გემს…” – ირანის მუქარა

11:45; 4.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
საზოგადოება

ბავშვმა მშობელი თავის ჭკუაზე არ უნდა ატრიალოს _ რას გვირჩევს ფსიქოლოგი

11:30; 4.03.2026
პოლიტიკა

აშშ-ის სამხედრო ძალებმა 17 ირანული გემი, მათ შორის წყალქვეშა ნავი გაანადგურეს – აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური

11:22; 4.03.2026
სამართალი

შსს: აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

10:28; 4.03.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

10:20; 4.03.2026
სამართალი

დაჭრა და ადგილიდან მიიმალა – განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:16; 4.03.2026
მსოფლიო

ირანის რეჟიმის გარეშე მსოფლიო ცოტა უკეთესი გახდება – მერცი

10:16; 4.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალები – ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა დავიწყეთ

10:09; 4.03.2026
ზაფრანი

ორი ყველაზე მყარი წყვილი

10:00; 4.03.2026
Happy couple
ზაფრანი

ორი ყველაზე მყარი წყვილი

9:59; 4.03.2026
ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ ქმარი

9:58; 4.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო