რადგან, მისივე განმარტებით, ივანიშვილს, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, ამის უფლება არ აქვს.
ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, პარტიის საპატიო თავმჯდომარე იქნება.
საგანელიძის თქმით, პრემიერ-მინისტრს კანონის შეცვლა შესთავაზეს, რაზედაც მან უარი განაცხადა.
“ბატონმა ბიძინამ ბრძანა, ყოველთვის ვებრძოდი კანონის ერთ კაცზე მორგების ტრადიციას და ამას არ დავუშვებო,” _ განაცხადა საგანელიძემ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოზიციაში”.
საგანელიძის თქმით, ის საკუთარ თავს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე არ განიხილავს, სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას მანანა კობახიძე შეინარჩუნებს.