(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ პარასკევს, ლანჩხუთში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმყოფებოდა. პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა რეგიონის სკოლების პედაგოგებთან. შეხვედრას მინისტრის გარდა, გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ლანჩხუთის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. სტუმრობის დღეს, სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა და მოსწავლეები სახლში გაუშვეს. ისინი გახარებულები იყვნენ _ რა კარგი მინისტრი ყოფილა, სწავლა შეგვიწყდაო. როგორც ჩანს, ბატონ მინისტრს დღის მეორე ნახევარში არ ეცალა, თორემ სასწავლო პროცესი არ შეფერხდებოდა. შეხვედრაზე ჟურნალისტების დაშვება “დაგეგმილი” არ ყოფილა და როგორც შემდეგ გავიგეთ, მედიის წარმომადგენლებს შეხვედრაზე დასწრების უფლება იმ შემთხვევაში ეძლეოდათ, თუ არაფერს დაწერდნენ(!).