მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები გერმანიაში 1–დან 4 თებერვლამდე იმსჯელებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა, სიტუაცია სირიაში, მალიში, დაცვის ვალდებულება (R2P), ეკონომიკური კრიზისი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტიები და სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უსაფრთხოება. აღნიშნულ კონფერენციაზე იმყოფება ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
მოწვეულ სტუმრებს შორის არიან: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში ქეთრინ ეშტონი, ნატო–ს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სხვა მაღალი რანგის პირები.