რომლებსაც დასაქმების სამინისტრომ წინასაარჩევნოდ “დასაქმების მიზნით” ხელშეკრულებები გაუფორმა. როგორ ჩვენთვის გახდა ცნობილი, ხელშეკრულებების გაფორმებას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფდა.
“გურია ნიუსი” სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსს ვასილ ხომერიკს დაუკავშირდა: “მოქალაქეებს ხელშეკრულებებს მთავრობის დადგენილების შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტო უფორმებდა. ფიზიკურად ხელშეკრულებების გაფორმება ხორციელდებოდა აღნიშნული უწყების რაიონულ განყოფილებებში,” _ განაცხადა ხომერიკმა.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, შეიძლება თუ არა ვასილ ხომერიკი დაიბარონ დაკითხვაზე, გვიპასუხა: “დაკითხვის შესახებ თქვენგან გავიგე. აზრზე არ ვარ, რა ხდება და ვინ არის დაკითხვაზე დაბარებული. ჩემთვის არავის უცნობებია,” _ განაცხადა ხომერიკმა.