როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შსს გურიის სამივე რაიონული სამმართველო პროკურატურის დავალებას ასრულებს, აღნიშნულ საქმეს პროკურატურა სწავლობს.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა ოზურგეთის რაიონულ პროკურორს კახა კოჩივარს, რომელმაც განგვიცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვრცელ კომენტარს ვერ გაგვიკეთებდა.
_ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. სამივე რაიონულ სამმართველოში მოწმეების დაკითხვა ხორციელდება.
_ ბატონო კახა, შეიძლება თუ არა დადგეს კონკრეტული მაღალჩინოსანი პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი?
_ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვნახოთ, რას დაადგენს გამოძიება.
_როდის დასრულდება გამოძიება?
_არ ვიცი, ვერ გეტყვით, დასაკითხი პირი, ჯერჯერობით, ბევრია, _ გვითხრა კოჩივარმა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსმა ვასილ ხომერიკმა ამ თემაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: “მოქალაქეებს ხელშეკრულებებს, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტო უფორმებდა. ფიზიკურად ხელშეკრულებების გაფორმება ხორციელდებოდა აღნიშნული უწყების რაიონულ განყოფილებებში.”