“მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მთავრობას ჰქონდეს საშუალება, მართოს ქვეყანა, რადგან საზოგადოება ელოდება შედეგს, ვითარების გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის კრიტიკას და მისი მხრიდან ეს კრიტიკა არ გახდეს თვითმიზანი. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობასა და ოპოზიციას ჰქონდეს კოჰაბიტაციის საშუალება და თანაცხოვრების პროცესი ეფექტურად გაგრძელდეს. ჩვენ ამ პროცესს ყურადღებით ვადევნებთ თვალს”, _ განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ამერიკის ელჩმა გასული 100 დღის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს პერიოდი საბოლოო დასკვნების გამოსატანად საკმარისი არ არის: “ორი კვირის განმავლობაში ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმენთ არა ერთ შეფასებას. გაცილებით საინტერესოა, როგორ შაფასებას მთავრობას თვითონ ქართველი ხალხი. სწორედ ამის შემდეგ მოგახსენებთ ჩვენს მოსაზრებას. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ 100 დღე მეტისმეტად მცირე დროა ნებისმიერი მთავრობისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ რა დასკვნაც არ უნდა გავაკეთოთ ამ 100 დღესთან დაკავშირებით, ეს მაინც იქნება წინასწარი შეფასება და დასკვნა,” _ განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.