გიორგი თავართქილაძე რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტის ქობულეთში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას, რომ კომპანია “ლეგმა” მუშაობა შეწყვიტა, პასუხობს და ამბობს კომპანია “ლეგის” მუშაობის შეჩერება სეზონურია. “ეს პროცესი ნორმალური მოვლენაა. ნებისმიერი ქარხნის ფუნქციონირება მის მიერ წარმოებული პროდუქციის სპეციფიკასთან არის დაკავშირებული,” – ამბობს გიორგი თავართქილაძე. მისი განცხადებით, კომპანიები, რომლებიც ფილებს “ლეგის” უკვეთავდნენ, თანამშრომლობას უახლოეს პერიოდში განაახლებენ.
მინისტრი კომპანიას ორი კვირის წინ სტუმრობდა. კომპანია “ლეგი” დღის განმავლობაში 1500 კვადრატულ მეტრ ფილას აწარმოებს. ქარხანა ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში მდებარეობს.