https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქეთევან დუმბაძე: _ მე მომისმენია როგორ ელაპარაკებოდა მამა ზღვას, მზეს, როგორც ცოცხალ არსებებს

19:03; 20.03.2011
21-ს ქვევით
Share on FacebookShare on TwitterEmail

სანამ…

ქალბატონ ქეთევანს შევხვდებოდი, ცოტა ლოდინი მომიწია. ასეც სჯობდა. სახლ-მუზეუმთან ახლოსაა “მზიური”. რამდენიმე წუთში ჩემთვის საყვარელი პერსონაჟების ქანდაკებები ვნახე. პარკში უფრო მეტად შეყვარებულ წყვილებს შეხვდებით. ახალი თაობა პარკის ხშირი სტუმარია და ყველაში ხატიას, ზურიკელას, სოსოიას და მერის ამოიცნობ. უფრო მეტად “მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” გმირების ქანდაკებასთან ჩერდებიან და იქვე იხსენებენ მათთვის საყვარელ ოლღა ბებიას, ილარიონ შევარდნაძეს, ილიკო ჩიგოგიძისა და ზურიკელას ისტორიას. შორს წასვლა ვერ მოვასწარი. ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა… ქალბატონი ქეთევანი მომესალმა და გზა მწერლის სამყაროში განვაგრძეთ.

მზით აღვსილი ოთახი

პირველად ის ოთახი ვნახე, რომელიც ნოდარ დუმბაძეს ძალიან უყვარდა. ოთახი, როგორც წლების უკან, ახლაც მზის სხივებით იყო მოფენილი, სითბო იგრძნობოდა…

ქეთევან დუმბაძე: _ მამას სამუშაო ოთახი ჭავჭავაძის პროსპექტს გადაჰყურებს. მას მთელი დღის განმავლობაში მზე ადგას. მამა გადაწევდა ხოლმე ფარდებს, მზეს შემოუშვებდა, დაჯდებოდა სავარძელში მზეზე და კითხულობდა ან ფიქრობდა … კარს რომ შევუღებდით, ასე გვეუბნებოდა: “ჩქარა მიხურე, მამა, ხომ იცი მზეს ვაგროვებო”. მამას ოთახში დღესაც განსაკუთრებული სითბოა, რადგანაც მიზიდულობის ძალა აქვს, სულ გინდა, რომ აქ იყო. მის საწერ მაგიდასთან ვმეცადინეობდით ჯერ მანანა, მერე _ მე. მამა ღამე მუშაობდა, ხელნაწერებს არასდროს მალავდა, მაგიდაზე ტოვებდა და მათ კითხულობდა დედა, მანანა და მეც.

თავად ნოდარ დუმბაძე ამბობდა _ “მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო _ ცაში წავიდე.

მე მგონი, მზე ზეცის ვეება ტრამალზე ანთებული კოცონია, ხოლო მის გარშემო მბრუნავი პლანეტები _ ცდომილები. შვიდი ცდომილი, ალბათ, თავისი თანამგზავრებით ცის ის ბინადარნი, რომლებიც ხელს და სულს ითბობენ ამ მაცოცხლებელი ცეცხლის გარშემო. დროდადრო შორდებიან, მერე კვლავ უახლოვდებიან და ასე შემდეგ… ვაი, იმ ცდომილს, რომელიც ამ კოცონს საერთოდ გაშორდება.

ნატვრა _ ნოდარ დუმბაძის უბის წიგნაკიდან

_ ჩემი სტუდენტობის დროს გიორგი ლეონიძესთან გვქონდა შეხვედრა უნივერსიტეტში. სხვებთან ერთად, მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ ბატონ გოგლას. მახსოვს, არჩილმა ასე დაამთავრა თავისი ლექსი: “მე როგორ უნდა დაგლოცო, დალოცვას შენგან მოველიო,” _ ეს ნათქვამი იმდენად მოულოდნელი იყო, ბატონმა გოგლამ არჩილი გულში ჩაიკრა და დიდხანს კოცნიდა. ლოცავდა, ალბათ.

ისეა ახლა ჩემი საქმეც. მე როგორ უნდა დაგლოცო, ჩემო მამულო, როდესაც ლოცვასაც და კურთხევასაც შენგან მოველი. განა არ იცი, შენი დარი ჩემი დარია, შენი ავდარი ჩემი ავდარია, შენი სიმრავლე ჩემი სიმრავლეა, შენი სავსე ბეღელი ჩემი სავსე ბეღელია, შენი უკვდავება კი ჩემი უკვდავებაა. ასე რომ, შენი მოზიარე ვარ ყველაფერში და განა ძალით, არამედ ნებით, რადგან ასე გაგვაჩინა ბუნებამ. მე და შენ ერთი სხეული ვართ, ჩემო მამულო,

უფრო სწორად, მე ერთი პატარა უჯრედი ვარ შენი ჯანსაღი სხეულისა…

და რადგან გასული წელი დიდი აკაკის წელიწადიც იყო, ამიტომ მისებრ მუხლმოდრეკილი გევედრები: _ ვიდრე ცოცხალი ვარ, მკურნალად შემეყარე, შენი მზისა და მთვარის, მოკაშკაშ-მოელვარე ვარსკვლავთა ღიმილი არ მომიშალო, შენს ფირუზის ცას ნუ გამომაკერებ,

ზურმუხტის ხმელეთს ნუ მომწყვეტ და როდესაც მოვკვდები, შენს მიწას მიმაბარე.

აბა, სხვა სათხოვარი და სანატრელი რომელ ქართველს ჰქონია, მე რომ მქონდეს.

ამისრულე ეს ნატვრა, ჩემო მამულო.

“სევდიანი, ცელქი ბიჭი”

ქეთევან დუმბაძე: _ მამაჩემზე ახალს და უცნაურს ვერაფერს გეტყვით, როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც არაფერი არ ყოფილა ცხოვრებაში ისეთი მშვენიერი, სითბოთი, სიყვარულით და მზით სავსე, როგორიც ბავშვობა. ეს იყო ყველაზე ბედნიერი ხანა, რადგან ჩემს გვერდით იყო მამა, რომელიც ქმნიდა ამ საოცარ გარემოს ჴ მზიანს, ხალისიანს, ბედნიერს, დაცულს.

მამა ჩემი მეგობარი იყო. დავყავდი ყველგან, სადაც დადიოდა, მეგობრებთან ერთად საქეიფოდაც კი. მასწავლიდა ყველაფერს, ცურვას, ველოსიპედის ტარებას, თევზაობას, ნიჩბის მოსმას, უამრავ თამაშს და რაც მთავარია, ადამიანობას. მან არ იცოდა ჭკუის დარიგება, შენიშვნების მოცემა. მას არ ბეზრდებოდა ტვინისწამღებ მილიონ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რომლებსაც ვუსვამდი. ის ჩემთან ერთად ხტუნავდა სახტუნაოზე, ისმენდა სკოლის ამბებს, მიყვებოდა თავისას. იგი საინტერესო მთხრობელი და მოსაუბრე იყო და რაც მთავარია, იცოდა მოსმენა.

ის მაგალითი იყო ყველაფერში, იყო საოცრად ალერსიანი, მე მიყვარდა და მიყვარს ყველა და ყველაფერი, რაც მას უყვარდა. მე ვხედავდი, ვგრძნობდი, როგორ უყვარდა მას ადამიანები, მე მომისმენია როგორ ელაპარაკებოდა მამა ზღვას, მზეს, როგორც ცოცხალ არსებებს.

არასდროს მინახავს გაბრაზებული, მოჩხუბარი მამა, მას არასდროს უთქვამს აუგი ვინმეზე, ყოველ შემთხვევაში, შვილების თანდასწრებით. მაგრამ ამგვარი სიახლოვე არ ბადებდა ფამილარობას, ჩვენ მისი დიდი რიდი გვქონდა, ჩვენ ვიცოდით, რომ არ უნდა მოვქცეულიყავით ისე, რომ მამას გული სტკენოდა… ის საოცრად ჰგავდა თავის გმირებს, მამა ერთდროულად ზურიკელაც იყო და ბაჩანაც _ სევდიანი, ცელქი ბიჭი. თვალებიც ასეთივე ჰქონდა _ მომღიმარი და ცრემლიანი ერთდროულად.

არ იფიქროთ, რომ მკაცრი და მომთხოვნი არ იყო და ჩვენ ყველაფრის ნებას გვაძლევდა, პირიქით, დღესაც ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე ვფიქრობ, მოეწონებოდა თუ არა ეს მამას. ჩვენ ვიცოდით იმ თავისუფლების ფასი, რომელსაც მამა გვანიჭებდა _ ეს იყო ნდობა და ჩვენ ეს ნდობა უნდა გაგვემართლებინა.

მე ვხედავდი როგორ უყვარდათ დედას და მამას ერთმანეთი, არასდროს მინახავს მათი ჩხუბი, დედაჩემს ბოლო თხუთმეტი წელი არ უძინია, თხუთმეტი წელი მისი მაჯა ეჭირა ხელში და მის გულისცემას უსმენდა… როცა დედა ავადმყოფობდა და მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დადგა, ღამით უცნაურმა ხმამ გამაღვიძა, მამა ხატების წინ დაჩოქილი ღვთისმშობელს ავედრებდა დედას… 32 წელია გათხოვილი ვარ და ქმართან კონფლიქტი არ მქონია. მე ვცდილობ, ასეთივე ურთიერთობა მქონდეს შვილებთან და თუ მეასედი მაინც შევძელი, ბედნიერი ვიქნები. რაც შეეხება სითბოს და სიყვარულს, მამამ იმდენი დატოვა, მე კი არა, მთელ დუნიას ეყოფა. ის ხომ თქვენიცაა, ის ხომ თქვენამდეც აღწევს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

21-ს ქვევით

სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

19:55; 24 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

13:47; 20 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

„სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

17:53; 15 სექტემბერი, 2025
21-ს ქვევით

რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

18:44; 21 აგვისტო, 2025
21-ს ქვევით

რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

15:18; 20 აგვისტო, 2025

გერბზე ზღვა და მთა უნდა ფიგურირებდეს

"საგანგაშო სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს პირველი ადგილი უჭირავს"

ყველა სიახლე

პოლიტიკა

რა გამოწვევები გამოიკვეთა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომაზე

18:54; 11.02.2026
სამართალი

სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო

18:18; 11.02.2026
ფინანსები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე

17:51; 11.02.2026
სამართალი

“ორ დაზარალებულს ჩაქუჩით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა”-ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17:39; 11.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 11.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ

17:12; 11.02.2026
პოლიტიკა

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა

15:39; 11.02.2026
პოლიტიკა

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესიდან ადვოკატი გააძევეს

15:27; 11.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ვიდეო ადგილიდან

15:00; 11.02.2026
საზოგადოება

სეს-მა არალეგალური სასაკლაოები და კვერცხის საწარმო გამოავლინა

14:49; 11.02.2026
საზოგადოება

გამოიდარებს თუ არა უახლოეს დღეებში- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

14:44; 11.02.2026
საზოგადოება

უკანონო ტყითსარგებლობის 127 ფაქტი გამოავლინეს

14:24; 11.02.2026
სამართალი

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მონაწილეობის ფაქტზე სამ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

14:15; 11.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის თებერვლის ბოლო განსაკუთრებით წარმატებული იქნება

13:25; 11.02.2026
სამართალი

ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატი ადასტურებს, რომ პროკურატურის კადრებში მისი დაცვის ქვეშ მყოფია

13:02; 11.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026
0

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო