_ ბატონო არჩილ, საზოგადოებას არ ავიწყდება გურამ დონაძე და მისი როლი გირგვლიანის საქმეში. მან უკვე დატოვა საქართველოს საზღვრები. რამდენ ხანში გაიგებს საზოგადოება სიმართლეს, რა მოხდა მაშინ?
_ დონაძე არის გირგვლიანის საქმის ნაწილი და ჩვენ ამ საქმეს მალე დავამთავრებთ. არ მინდა თარიღები ვთქვა, იმიტომ რომ რამდენჯერმე ავაცილეთ, მაგრამ როგორც გამოვლინდა, ამ საქმეში ნამდვილი არაფერი იყო. ყველა დოკუმენტი, პირველიდან ბოლოს ჩათვლით, იყო ყალბი. მოდით, ეს საქმე ორ ნაწილად გავყოთ: მკველობამდე და მკვლელობის შემდეგ. თითოეული ეპიზოდი, თითოეული პერიოდი, გამოძიება, სასამართლო, ციხე, ყველა ის ადამიანი და თანამდებობის პირი, ვინც კი ხელი შეახო ამ საქმეს, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ყველაფერი არეულ-დარეულიყო. ამის დალაგებას და აწყობას ნულიდან დაჭირდა ეს დრო. დღეს, ბევრი ეპიზოდი დალაგებულია, დარჩენილია რამდენიმე დეტალი, რომელიც უნდა დაზუსტდეს. პრინციპში, შემიძლია გითხრათ, რომ გირგვლიანის საქმე გახსნილია. ჩვენ ვიცით, ვინ რა ჩაიდინა და როგორც კი დარჩენილი ეპიზოდები დაზუსტდება, საზოგადოება ყველაფერს გაიგებს. _ განაცხადა “გურია ნიუსთან” მთავარმა პროკურორმა.