30 იანვარს გადაცემა ”პოზციაში”იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გიგი კალანდაძე მოწმეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
“არსებობს ინფორმაცია, რომ გენერალი კალანდაძე, მას შემდეგ, რაც მან მოსამართლისგან გირაოს შესახებ გადაწყვეტილება დაუმსახურებლად მიიღო, მოწმეებზე ზეწოლას ცდილობს. არადა წინასწარი პატიმრობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანი იუსტიციის მინისტრმა ან ვინმემ დამნაშავედ სცნო, არამედ იმას, რომ გამოძიებას პირი სჭირდება თავისთან, რომ ამ ადამიანმა არ გაანადგუროს მტკიცებულებები, ან არ იაროს რაიონ-რაიონ, როგორც ამას კალანდაძე აკეთებს და ამას მე კიდევ გადავამოწმებ, თუმცა რახან ვამბობ, ე.ი. საფუძველი მაქვს, რომ ვთქვა”, – განაცხადა წულუკიანმაა