თარგამაძე თვლის, რომ გამოძიების ფარგლებში უნდა დაიკითხონ არა მარტო ტელეკომპანიის ჟურნალისტები, არამედ 7 ნოემბრის გამოძიება უნდა მოხდეს კომპლექსურად. უნდა დაიკითხონ მაღალი თანამდებობის პირები, ვინც დაგეგმა და ვინც უშუალოდ გასცა ბრძანება, უნდა დაიკითხონ ყოფილი პარლამენტარები, რომლებიც ამ დროის დააკავეს, უნდა გაირკვეს ვისი დავალებით და რომელი შიდა ბრძანების საფუძველზე მიმდინარეობდა ფარული მოსმენა. ამავე გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს ბადრი პარაკაციშვილის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ფარული ჩაწერისა და ამ ჩანაწერის საქართველოში ჩამოტანის გარემოებები.
”მე უპირველესად ვარ დაინტერესებული ამ საქმის გამოძიებით, ისევე როგორც ბევრი სხვა ვინც იქცა სააკაშილის მსხვერპლად; ჩვენ ველოდებით როდის დაიწყებს მთავარი პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებების გახორციელებას; სასიამოვნოა, როცა პოკურორის მხრიდან ასეთი ოპერატიული რეაგირება ხდება ჩემს მიმართვაზე,” _ განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
7 ნოემბრის მოვლენების გამოძიების მოთხოვნით, გიორგი თარგამაძემ დაახლოებით 2 დღის წინ მიმართა მთავარ პროკურატურას. მის ამ განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, რომელმაც თქვა რომ ამ საქმის, ისევე როგორც 26 მაისის გამოძიება პრიორიტეტულია, თუმცა ამ მხრივ 26 მაისის საქმე ბევრად წინ არის წასული, რადგან ამ ეტაპზე მეტი მტკიცებულების შეგროვება მოხერხდა.