8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპიდან დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ახლობლებმა „ქრონიკას“ განუცხადეს, სოფელ გომიდან გაუჩინარებული ახალგაზრდის ცხედარი, მდინარე მტკვარში წუხელ ღამით ნახეს.
რა გახდა ბექა რევაზიშვილის დაღუპვის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. ბექა რევაზიშვილის ძებნაში, სამართალდამცველები და კინოლოგები იყვნენ ჩართული.
წყარო: imedinews