საქართველოს პარლამენტის და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ქალები ყველაზე მძიმე მდგომარეობაში სწორედაც რომ იმ ქვეყნებში იმყოფებიან, სადაც 8 მარტი ოფიციალური, სახელმწიფო დღესასწაული და უქმე დღეა. ესენია: ანგოლა, ბურკინა- ფასო, კამბოჯა, გვინეა-ბისაუ, კონგო, ჩინეთი, ლაოსი, ჩრდილოეთ კორეა, უგანდა, მონღოლეთი, მაკედონია, საქართველო, რუსეთი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ბალტიის ქვეყნების გამოკლებით.
საქართველო ამ მხრივ უნიკალური ქვეყანაა-ქალთა ორი ოფიციალური დღესასწაული გვაქვს ერთ კვირაში.
საქართველოში გასულ ორ თვეში 8 ქალი მოკლეს ოჯახის წევრებმა. საქართველოში ქონების 80 პროცენტი საჯაროო რეესტრში კაცებზეა რეგისტრირებული, საქართველოში საჭესთან ქალების რამდენი პროცენტი ზის არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, რომ ყოველი ასიდან ერთი მაინც იყოს.
არა და ორმაგად რომ აღვნიშნავთ? 🙁
8 მარტი ჩვენთან მისალოცი დღეა, არადა ბრძოლის დღე უნდა იყოს. სუფრების დღე კი არა, არამედ დემონსტრაციების”,_ წერს გოცირიძე.