პაკისტანში, 28 წლის მომღერალი, სამირა სინდჰუ სცენაზე სიმღერის დროს მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 1 პირი დააკავა.
როგორც დაკავებული პიროვნება ამბობს, მომღერალს ესროლა, რადგან სიმღერის დროს ფეხზე არ ადგა. თუმცა, აღნიშნავს, რომ ჰაერში ისროლა და ტყვია 8 თვის ორსულ სამირას შემთხვევით მოხვდა.
მომღერლის ქმრის თქმით, კაცმა იარაღი სამირას დაუმიზნა და ადგომა უბრძანა. მას შემდეგ კი რაც მომღერალმა უპასუხა, რომ ორსულად იყო და ადგომა არ შეეძლო, ესროლა.
მომხდარმა კონცერტზე მყოფი საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. ისინი მოითხოდნენ, რომ სცენაზე მყოფი 2 მამაკაცი დაეკავებინათ.
მაუწყებლის ინფორმაციით, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სცენაზე მომღერალს 3 კაცი გარს შემოეხვია და ფული გადაუყარეს. სამირა ადგა და სიმღერას განაგრძობდა, შემდეგ კი 3 გასროლის ხმა გაისმა და მომღერალი დაეცა.