,,ნიკამ გული გამიჩერა დღეს, ამაყი მასწავლებელი ვარ. “- საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ამ ემოციურ პოსტს აქვეყნებს სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნინო სტურუა.
იგი ამას სამტრედიის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ნიკა იაკობაშვილზე წერს, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურში უმაღლესი შეფასება, 80- დან 80 ქულა მიიღო.
,, გურია ნიუსისთვის” ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ასევე უმაღლესი შეფასება, 80 ქულა აქვს აღებული ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში სამტრედიის მეთერთმეტე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, ელენე კიწმარიშვილს.
[sexy_author_bio]