_ დღევანდელ დებატებს დადებითად ვაფასებ. ფაქტობრივად, ეს “ნაციონალური მოძრაობის”, უმცირესობის ლუსტრაცია იყო. მათ არ უნდათ რეალური ცვლილებები. ისე უნდათ სააკაშვილს მისცენ ასანთი ხელში და ამ თივის ზვინთან დატოვონ მარტო ეს გიჟი, გადარეული, უზნეო ბავშვი, რომელიც შეიძლება ხანძრის მიზეზი გახდეს ქვეყანაში. ამის უფლებას ჩვენ არ მივცემთ. ასე იქნება თუ ისე იქნება, ამ უმრავლესობას ჩვენ მაინც მოვაგროვებთ.
_ უმცირესობა ამბობს, რომ ამას ძალდატანებით, შანტაჟით და მუქარით აკეთებთ…
_ არავითარი ძალდატანება. თუ ასეა, რატომ არ ასახელებენ კონკრეტულ პიროვნებას. ლონდარიძემ თქვა გამოსვლის დროს _ კომისია როცა იკრიბებოდა, მაშინ დამიბარეს პროკურატურაშიო. დანაშაული თუ გაქვს ჩადენილი, დაგიბარებდნენ, აბა რას იზამენ?! გამოდის რომ დამნაშავე, ეჭვმიტინილი პირი არ უნდა დაიბარონ, თუ კომისია რაიმე საკითხს იხილავს.
_ უმცირესობამ დღეს მუშაობისკენაც მოგიწოდათ. რას აკეთებთ პარლამენტში, ხელფასებს რაში გიხდით, სულ არ მუშაობთ, თუ როგორაა საქმე?
_ როგორც ჩანს, ვმუშაობთ და ის აღიზიანებთ.
_ თქვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დღეს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. რითი უნდა იარონ პარლამენტში დეპუტატებმა?
_ ვისაც რისი სურვილი აქვთ იმით. ოღონდ არა “ტრუსიკით”, “მაიკით” და სპორტულებით.
_ ასე ჩაცმული რომელი დეპუტატი დადის?
_ უტრირებას ვაკეთებ თქვენი კითხვის პასუხად. კანონპროექტში წერია, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფმა ყველა პირმა უნდა ჩაიცვას ან კლასიკური ფორმა ან ეროვნული. აი, ამ არჩევნის საშUალებას ვაძლევთ _ ეს ძალდატანება არ არის და თავს არავის ვახვევთ.
_ ამ მოწვევის პარლამენტმა საზოგადოებას რამდენიმე ხმაურიანი სხდომით უკვე დაამახსოვრა თავი. მათ შორის კი, ყველაზე დასამახსოვრებელი პრეზერვატივების თემის განხილვა იყო…
_ თქვენც უტერირებთ ახლა. ეს პრეზერვატივებზე კი არ იყო, მომავალი თაობის გარიდება გახლდათ ამისგან.
_ რისგან? პარლამენტიდან გვხსნიდნენ, თუ რა სახის პრეზერვატივები არსებობდა.
_ ხო, ეს კითხვები წარმოიშვა. მე მაგის განხილვის ინიციატორი არ ვყოფილვარ და…
_ პრეზერვატივების სხვაობის განხილვის შემდეგ, ჩაცმულობის საკითხი დადგა დღის წესრიგში. სხვა თემები არ გაქვს განსახილველი?
_ ჭკვიანი გოგო ხარ და პრეზერვატივების თემას როცა ეროვნულ ტანსაცმელს ადარებთ…
_ არანაირ შედარებას არ ვახდენ. ფაქტს ავღნიშავ მხოლოდ. ამ ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი თემები არ არის განსახილველი?
_ ყველა მნიშვნელოვანი თემა დღის წესრიგშია და ყველა მიდის თანმიმდევრულად. უმცირესობა რომ არ გვიშლიდეს ხელს, აქამდე გვექნებოდა ეს საკითხები მიღებული და გადაწყვეტილი.
_ კონკრეტულად რაში გიშლიან ხელს?
_ ბევრ რამეში. არ ვიცი ამაში შემიშლიან თუ არა ხელს, მაგრამ მე ვეცდები, რომ ხელი არ შევაშლევინო. აბა, რა არგუმენტები აქვთ, რომ ეროვნული ტანსაცმლით არ შეიძლება პარლამენტში გამოცხადება, როცა მათ ამის სურვილი ექნებათ. რა არის ამაში ცუდი?! ჩვენ, “საქართველოს კონსერვატორები” ამით ვეწევით ეროვნული ტანსაცმლის პოპულარიზაციას. თუ ვინმეს ეს ხელს შეუშლის, ჩაიცვას სამოქალაქო ტანსაცმელი – ის, რაც არის მიღებული საპროტოკოლო, საქმიანი. ეს რეგლამენტში შედის და არა არის პრობლემა. ჩვენ პირველ სხდომაზე მივედით ჩოხა-ახალუხით და ამით გავუსვით ხაზი ჩვენს ტრადიციებს და პოპულარიზაცია გავუწიეთ ტანსაცმელს და ჩვენს ორიენტაციას გავუსვით ხაზი, _ გვითხრა გუჯაბიძემ და დასძინა, რომ ეს ცვლილება ეროვნულ უმცირესობებსაც შეეხებათ და პარლამენტში ეროვნული სამოსით მისვლა მათაც შეეძლებათ.