“აკაკი მინაშვილის და, ანა მინაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს, ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს მისი ცოლის და, სოფიო კობიაშვილი, თინა ბურჯალიანის და ლეილა ბურჯალიანი მომსახურების სააგენტოშია დასაქმებული. აქვეა დასაქმებული გურამ დონაძის და, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელის გია ჭანტურიას ცოლის და მომსახურების სააგენტოიშ, შოთა ხიზანიშვილის მთელი სანათესაო-თომაშვილები ასევე დასაქმებულები არიან მომსახურების სააგენტოში. ხატია დეკანოიძის მამა დღემდე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში.მისი ძმაც კუდში მუშაობდა.ლადო ვარძელაშვილის ცოლის და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს, ამ უწყებაშია დასაქმებული მისი ბიძაშვილი პაპიძეც. ხიზანიშვილის ცოლის ძმა, ჟღენტიც დასაქმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, მისი ძმა კი _ იუსტიციის სამინისტროში. გია უდესიანის და დღემდე სამმართველოს უფროსია სპორტის სამინისტროში, ნადირაშვილის მეუღლე კი დიდუბის გამგებელი გახლავთ. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს ,ის დღემდე დიასახლისია” – განაცხადა ეკა ბესელიამ ირმა ნადირაშვილის ბრალდების პასუხად