“ჟურნალისტები რატომღაც მე მწერენ და აქვე განვმარტავ, სააკაშვილის ხვალინდელი გამოსვლა არ გახლავთ ეროვნული ბიბლიოთეკის ღონისძიება, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხვალ რამდენიმე საათით დაიკავა საგამოფენო დარბაზი, რის შესახებაც ჩვეულებრივ შევატყობინეთ პარლამენტის აპარატს (არავითარი წინააღმდეგობა არ ყოფილა). იგივე დარბაზი დაუკავებია ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, მათ შორის “ქართული ოცნების” შეხვედრებიც გამართულა. ასე, რომ ამ თემაზე მე ნუ დამიკავშირდებით – კიდევ ერთხელ დავძენ – ეს არ გახლავთ ეროვნული ბიბლიოთეკის ღინისძიება, დარბაზი კი საჯაროა და იქ ათასგვარი ღონისძიება იმართება.” – აღნიშნავს კეკელიძე.