რევაზ ხაბეიშვილი – მას შემდეგ, რაც ეს განცხადება გავრცელდა, მე დამიკავშირდნენ კოალიციიდან და მთხოვეს კიდევ ერთხელ გადამეგზავნა სიები. დღეს მოვიდა ქალბატონი ელენე კაპანაძის შეტყობინება, რომ სიებიც და მოხსენებითი ბარათიც ხელფასების შესახებ მიღებულია. როგორც კოალიციის ფინანსურმა მენეჯერმა მითხრა, ახლა დაიწყებენ დარეკვას თითოეულ იმ პიროვნებასთან, რომელიც სიაშია, გადაამოწმებენ ინფორმაციას და შემდეგ დარიგდება ხელფასი. ბატონ დავით საგანელიძეს არ ჰქონდა სრული ინფორმაცია და სწორედ ამიტომ თქვა, რომ ხელფასები გაცემულიაო . კიდევ ვიმეორებ, ამ ეტაპზე დაწყებულია ყველა კოორდინატორის და ქვეკოორდინატორის საქმიანობის გადამოწმება. რამდენიმემ მითხრა უკვე, დაგვირეკეს და გვკითხეს წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდში ჩატარებული სამუშაოების შესახებო. მე შტაბის წევრების ხელფასებზეც გავაგზავნე მოთხოვნა და არ ვიცი, რა პასუხი მოვა.
– რამდენი წევრი იყო შტაბში?
– შტაბში რვა წევრი იყო, მაგრამ ვის რამდენი ეკუთვნის ანაზღაურება, ეს ჩვენთვის უცნობია, არც თავიდან ვიცოდით, ხელფასი რამდენი იქნებოდა.
– როგორც ვიცით, მხოლოდ კაპიტნებზე გაიცა ხელფასები…
– კი, კაპიტნებს დაურიგდათ 24–24 ლარი, მაგრამ გადმოგზავნილითანხა არც მათთვის იყო საკმარისი თანხა და კაპიტნების ნაწილი ანაზღაურების გარეშე დარჩა. ვნახოთ, დაველოდებით რამდენიმე დღე, როგორც კი სიაში მყოფ ყველა პიროვნებას შეეხმიანებიან, გვითხრეს, ხელფასებიც მაშინვე იქნებაო.