ცრუ ჩვენების მიცემა, მოგეხსენებათ, სისხლის სამართლის დანაშაულია და შესაბამისად, დასჯადი ქმედებაა. მსგავსი ქმედების გამო, წინა ხელისუფლების დროს, არაერთი ადამიანი იქნა გასამართლებული. რამდენად სამართლიანად, ეს უკვე სხვა საკითხია. დაისჯება თუ არა კანონის დარღვევისთვის “ნაცმოძრაობის” გენმდივანი, ამას მთავარი პროკურორის კომენტარიდან შეიტყობთ.