_ ალბათ ის ელოდა, რომ ჩვენი მხრიდან იქნებოდა უარი, ვინაიდან ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტის გარკვეული პატრონაჟის ქვეშაა. მოგეხსნებათ, ის პარლამენტის ერთ-ერთი უწყებაა, თუმცა, ავტონომიური. რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი შეფერხება ამ თვალსაზრისით არც გვინდოდა და არც გვითქვამს, მაგრამ საკითხავია, რატომ გადადგა მან ეს ნაბიჯი. თუ მას მართლა თავისი მოხსენების გაკეთება უნდოდა, მას შეეძლო გაეკეთებინა იქიდან, საიდანაც ახლა აკეთებს თუ მართლა ასეთი მოუთმენლობა სჭირდა, რომ მაინცდამაინც დღეს უნდა ეთქვა ის, რისი თქმაც სჭირდებოდა. ასე რომ, მივედით იქამდე, რომ მან შეარჩია ადგილი, შენობა გარეთ, ღია სივრცეში, სადაც ცოტა რთული იქნებოდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მან უნდა გაიზროს და დაინახოს, რომ საქართველოში დაგროვილია ძალიან სერიოზული უკმაყოფილება, ძალიან სერიოზული გაბრაზება და ამას ანგარიში უნდა გაუწიოს. მაგრამ როცა ამას ანგარიშს არ უწევს, ესე იგი, რაღაც სხვა მიზნებთან გვაქვს საქმე და ეს ყველაზე უკეთ გამოჩნდა ბატონი გიგი უგულავას ქმედებით. თქვენ ყველამ ნახეთ, თუმცა, ზოგიერთმა ტელევიზიამ სრულად არ აჩვენა ის კადრები, როდესაც მან დაახლოებით 40 მეტრი გაიარა სკანდირებით და ხელების ქნევით _ აბა, მოდით, აბა, ვინ ხართ. პასუხისმგებლიან პოლიტიკოსს ეს არ უნდა დაემართოს, _ აღნიშნა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე, უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის ცემის ფაქტსაც შეეხო:
_ ეს არის ყოვლად დაუშვებელი. მე მივესალმები, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას. კონკრეტული პირები, ვინც პარლამენტის წევრზე თუ ნებისმიერ მოქალაქეზე ხელს აღმართავს, აუცილებლად უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ.