“ვის და მე ნამდვილად არ მჭირდება იმის მტკიცება, თუ რა ცუდი ხელისუფლება იყო “ნაცმოძრაობა” და რა ცუდი საქმეები აკეთეს. ბოლო რვა წელიწადი მათთან ბრძოლის მეტი არაფერი მიკეთებია, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია ეს გაუთავებელი აპელირება ნაცების პროვოკაციაზე. იგივე ნაცმოძრაობა სხვას კი არაფერს ამბობდა, როდესაც აგვისტოს ომის გამო საკუთარ პასუხისმგებლობას არ ცნობდა. “აბა ის კაი იყო თქვენ რომ გვცემდით” ტიპის არგუმენტზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ნორმალური ხელისუფლება იმით განსხვავდება დიქტატურისგან, რომ თუნდაც პროვოცირებული ძალადობა არ დაუშვას და შეფასებების დროს “ძალადობა ცუდია მაგრამ” ტიპის ფრაზეოლოგია არ გამოიყენოს. თუ გვინდა წარსულის მემკვიდრეობას გავემიჯნოთ, ასე უნდა მოვიქცეთ, თუ არადა წავალ კიდევ ერთ წრეზე და აღარ მინდა! მთელი ცხოვრება გავიდა ამ წრებრუნვაში!” _ წერს დავით ზურაბიშვილი.