ჯონდი ბაღათურია – ჩვენ, „ქართული დასი“ ვგმობთ ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას, თუნდაც ძალადობას იმ ხალხზე, რომლებიც თავად იყვნენ წლების განმავლობაში მოძალადეები და ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაულები, მაგრამ ჩვენი საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი და საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა შეეგუონ იმასაც, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ერთნაირად აგებს პასუხს რიგითი მომიტინგეც, თბილისის მერიც და პარლამენტის წევრიც, ამიტომ თუ ჩვენ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში პასუხი უნდა აგოს თბილისის მერმა, რომელიც იყო ამ პროვოკაციის ორგანიზატორი და კოორდინატორი და ასევე პარლამენტის წევრებმა, რომლებმაც ხალხს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ამ დროს პოლიცია მოქმედებდა კანონის სრული დაცვით და გააკეთა შესაძლებლობის მაქსიმუმი: არ დაუშვა ძალადობა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა მაგალითად ისრაელში ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰიტლერი რომ მისულიყო ებრაელი ხალხისთვის მიმართვის გასაკეთებლად და იქ რომ დახვედროდა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლნი და მათი ოჯახის წევრები, მით უმეტეს, თუ ჰიტლერის გარემოცვა იქ მივიდოდა პროვოკაციულად და შეურაცხყოფას მიაყენებდა ხალხს,
სწორედ ამის მაგვარი რამ მოხდა საქართველოში, რადგან ეროვნულ ბიბლიოთეკასთან რეპრესიებისა და წამების მსხვერპლნი და მათი გულშემატკივრები შეიკრიბნენ, ის ვინც გაიარა 7 ნოემბერი, 26 მაისი, ციხის სისასტიკე .“ _ განაცხადა ბაღათურიამ.