არჩილ ხაბაძეს თავის სახელზე ორი ბინა აქვს. ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 81 კვადრატული მეტრის მოცულობის ბინა საბანკო სესხით რამდენიმე თვის უკან შეიძინა. მას კიდევ ერთი ბინა (32 კვ.მ.) კობალაძის ქუჩაზე აქვს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მანქანა ან სხვა უძრავი ქონება არ გააჩნია.
“ქართუ ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე მას მხოლოდ 1 ლარი და 9 თეთრი აქვს. სახელფასო ბარათზე კი – 9700 ლარანი კრედიტი . ხაბაძეს “საქართველოს ბანკის” ანგარიშზე 1900 ლარი აქვს. სხვა სახის ფულადი დანაზოგი არ გააჩნია.
არჩილ ხაბაძის ანაზღაურება გასულ წელს, “ქართუ ბანკში” ბათუმის ფილიალის დირექტორობის დროს წლიური 43 ათას ლარზე ცოტა მეტი იყო. მეუღლე თამუნა სირაბიძე კი ბათუმის სამოქალაქო რეესტრში მუშაობს და მისი წლიური ანაზღაურება 10400 ლარია.
ხაბაძეს თანხობრივი დანაზოგი არ გააჩნია, თუმცა მის სახელზე ორი სესხია: “ქართუ ბანკის” ბათუმის ფილიალის უკვე ექს-დირექტორს იპოთეკური სესხი “საქართველოს ბანკში” აქვს. ჯამში 100 ათასი დოლარი.
დეკლარაციის მიხედვით ხაბაძეს 2012 წელს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ მიუღია. მას არც სხვა სახის ფინანსური შემოსავალი ჰქონია.