_ თანამშრომლები ერთმანეთთან არ კონტაქტობდნენ, არავინ იცოდა ერთმანეთის ხელფასის და პრემიის ოდენობა. მინისტრის თქმით, ერთი დეპარტამენტის უფროსი მეორე დეპარტამენტის უფროსზე სამჯერ მეტ ხელფასს იღებდა, ხოლო ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს უფროსზე 2-ჯერ მეტი ხელფასი ჰქონოდა.
“ჩემი მისვლის შემდეგ, ამ მავნე ტრადიციას წერტილი დაესვა და ყველა თანამშრომელი იღებს ერთნაირ ხელფასს თანაბარ სამუშაოზე,” _ ამბობს მინისტრი. წულუკიანის თქმით, ხელფასების და პრემიების სია გასაჯაროვდა და ყველა თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომია.
მინისტრი სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისი მისვლის შემდეგ სამინისტროში მსგავსი არაფერი მომხდარა: “ჩემი მისვლის დროს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დამხვდა 155 შტატი, და აქედან 2-3 პირი შეიცვალა. დანარჩენები დარჩნენ ადგილზე და აგრძელებენ მუშაობას. ტრადიცია, როდესაც ხელისუფლის შეცვლა იწვევდა შუა და დაბალი რგოლის თანამშრომლების გათავისუფლებას უნდა აღმოიფხვრას. ეს ძნელი მისაღწევია დღევანდელ საქართველოში, მაგრამ პირობას ვდებთ, რომ გავახორციელებთ.”