,,ესტონეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს“ , – ამის შესახებ განაცხადა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა მდივანმა კუსტი სალმმა თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ერთობლივ პრესკონფერენციაზე. წერს ERR
გამოცემის ინფორმაციით, ესტონეთი უკრაინას Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისა და საზენიტო საბრძოლო მასალებს მიაწვდის.
“ჩვენ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას ვუწევთ. 25000 პაკეტი მშრალი საკვები, სამედიცინო აღჭურვილობა, პირადი აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა, Javelin რაკეტების დამატებითი პარტია და საზენიტო საბრძოლო მასალა” – თქვა სალმმა.
ეს იქნება ესტონეთის მიერ უკრაინის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მეორე პარტია. მანამდე ლიტვამ უკრაინას ასევე გადასცა Stinger-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები და სხვა სამხედრო საბრძოლო მასალა. უკრაინამ ლატვიიდან მიიღო საზენიტო-სარაკეტო სისტემები Stinger.