რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გურია ნიუსთან გააკეთა. კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ხარვეზების დამდგენი კომისიის არც ერთი დასკვნა არ გახდება მოსამართლის გათავისუფლების საბაბი. ” კუბლაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში დღეს არის მართლმსაჯულება, რომელიც ვერ ფუნქციონირებს. ჩვენ გვაქვს მართლმსაჯულება,რომელსაც ემსახურება ბევრი ისეთი მოსამართლე, რომლებმაც წნეხის მიუხედავად დღემდე შეინარჩუნეს პროფესიული ღირსება და რომელიც სულმოუთქმელად ელოდება იმ კანონის ძალაში შესვლას ,რომელიც მე შევიტანე პარლამენტში.სასამართლო რეფორმას მოსამართლეთა 80% სულმოუთქმელად ელოდება, რომ გათავისუფლდნენ კუბლაშვილის ყოველდღიური ტერორისგან. ხოლო ის მოსამართლეები ,ვინც მიიღო უკანონო გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ პოლიტიკური დაკვეთები შეესრულებინათ, შიგნიდანვე, დისციპლინური პროცესის შედეგად დაისჯებიან. მე არ მინდა სააკაშვილის დროინდელი საქართველო, როდესაც ხალხს სახლებში უვარდებოდნენ, გამოყავდათ და პირდაპირ ციხეებში ყრიდნენ. ამიტომაც მე მჭირდება სასამართლოს რეფორმა იმისთვის რომ მოსამართლეთა კორპუსმა ობიექტური სადისციპლინო პროცედურების შედეგად შეძლოს იმ მოსამართლეების დასჯა, ვინც ღებულობს უკანონო გადაწყვეტილებებს და შეიძლება ეს მათი გათავისუფლებითაც დამთავრდეს.”-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა უზენაესი სასამართლოს ტავმჯდომარის განცხადების კომენტირებისას.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved