თავდაცვის სამინისტროსა და სს “საქართველოს ბანკს” შორის ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, სამხედრო მოსამსახურეები ვალების რესტრუქტურიზაციის ახალი პირობებით ისარგებლებენ. შეღავათი შეეხება თავდაცვის სამინისტროს 3321 თანამშრომელს, რომლებსაც ხელფასი სს ,,საქართველოს ბანკში’’ ერიცხებათ და მიმდინარე ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულებები გააჩნიათ.
თავდაცვის სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც თებერვალსა და მარტში, ბანკს რესტრუქტურიზაციის თხოვნით მიმართავენ, შემდეგი პირობებით ისარგებლებენ:
- შეძლებენ სესხის გაერთიანებას, იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ვალდებულება აქვთ;
- შეძლებენ ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთით სარგებლობას;
- შეეხებათ მნიშვნელოვანი შეღავათი უკვე დარიცხულ საპროცენტო სარგებელზე;
- მაქსიმალური მოქნილობით განისაზღვრება მათთვის ყოველთვიური შენატანი;
- რესტრუქტურიზაციის პერიოდი შეიძლება შეადგენდეს 4 წლამდე ვადას.