"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თქვენს მიერ დაგეგმილი მოსალოდნელი ცვლილებებიდან გამომდინარე, გთხოვთ განიხილოთ ჩემი კანდიდატურა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის შემსრულებლის თანამდებობაზე"
_ ამ შინაარსის განცხადება შევიდა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე შარაშენიძის სახელზე 2013 წლის 29 იანვარს. "გურია ნიუსის" რედაქციისთვის მოქალაქე ნინო გოგუაძის პერსონა, რომელიც ახლა "რესპუბლიკური" პარტიის წევრია, ჯერ კიდევ 2011 წლიდან არის ცნობილი.
მას შემდეგ, რაც ნინო გოგუაძემ დიდ პოლიტიკაშ მოსვლა და გამგებლის მოადგილეობა გადაწყვიტა, მისმა მედიასთან ურთიერთობის ფორმამ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. 2013 წლის 5 თებერვალს მის შესახებ "გურია ნიუსის" ვებგვერდზე სტატია გამოქვეყნდა, რომელსაც ნინო გოგუაძემ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა, სადაც მედიასთან ურთიერთობის ძველი მეთოდები გაიხსენა.