როგორც “გლობალ ტვ”-ს წარმომადგენლებმა გვითხრეს, 3 885 ადამიანს ანტენა უკვე დაუდგეს, რის შემდეგაც საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო ანტენების დაყადაღება მოხდა.
_ ორშაბათიდან დავიწყეთ ანტენების დაყენებას და ყველას, ვისაც სურვილი ექნება დაედგმება “გლობალ ტვ”-ის ანტენები. ანტენები უფასოდ გადაეცემა მოსახლეობას საჩუქრად სახელმწიფოსგან,_ გვითხრა “გლობალ ტვ”- ის კოორდინატორმა ვაჟა ღლონტმა.