სოფელ მამათში, გამგებლის გამოთავისუფლებულ პოსტზე ასარჩევ კანდიდატებს შორის, 15 თებერვალს, პრაიმერი ჩატარდა. პრაიმერში სამი კანდიდატი მონაწილეობდა _ ოთარ ჩხაიძე, ოთარ ხელაძე და დავით პატეიშვილი.
გამარჯვებული დავით პატეიშვილი გახდა. როგორც მან “გურია ნიუსთან” საუბრისას თქვა, მისი დანიშვნა მამათის რწმუნებულის თანამდებობაზე ორშაბათს მოხდება.
პრაიმერში 262 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა ოთარ ჩხაიძემ 25 ხმით ნაკლები მოიპოვა, ოთარ ხელაძემ კი _ 105 ხმით ნაკლები.